შეიძლება თუ არა კლიმატის ცვლილებამ ადამიანების გადაშენება გამოიწვიოს?
გვაქვს კარგი და ცუდი ამბავიც
კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ტემპერატურის მატებას, ძლიერ ქარიშხლებს, მომატებულ წყალდიდობებსა და ხანძრებს გულისხმობს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილების იგნორირება კაცობრიობას "ძვირად დაუჯდება".
და მაინც, თუ ყველაფერი ასე გაუარესდება, შეიძლება თუ არა კლიმატის ცვლილებამ ადამიანების გადაშენება გამოიწვიოს?
მეცნიერები ცუდ სცენარს პროგნოზირებენ, თუ, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილება გაგრძელდება. თუმცა, თუ მხოლოდ პირდაპირ ზემოქმედებას განვიხილავთ, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან მასობრივი გადაშენება გამოიწვიოს.
"არ არსებობს მტკიცებულება, რის მიხედვითაც კლიმატის ცვლილებები უშუალოდ ადამიანთა გადაშენებას გამოიწვევს", — ამბობს მაიკლ მანი, ატმოსფერული მეცნიერების გამორჩეული პროფესორი პენის შტატში.
თუმცა, შესაძლებელია, რომ კლიმატის ცვლილებამ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს მაინც შეუქმნას საფრთხე. მაგალითად, კლიმატის ცვლილებამ შეიძლება საკვებისა და წყლის სერიოზული დეფიციტი გამოიწვიოს.
შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
სიცხე
ადამიანის ფაქტორი ზრდის სათბურის გაზების რაოდენობას, როგორიცაა ნახშირორჟანგი და მეთანი. ეს ატმოსფეროში წიაღისეული საწვავის წვისა და სხვა აქტივობების გამო ხდება. კონკრეტული აირები იჭერენ და იკავებენ მზის სითბოს, რაც იწვევს გლობალური ტემპერატურის მატებასა და კლიმატის ცვლილებას ბევრად უფრო აჩქარებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის რისკების კვლევის ცენტრის თანამშრომლის, ლუკ კემპის თქმით, სათბურის ეფექტია, ალბათ ის ერთადერთი გზა, რითაც კლიმატის ცვლილებამ შეიძლება პირდაპირ გამოიწვიოს ადამიანის გადაშენება. ეს მოხდება მაშინ, თუ პლანეტა დათბობის შეუჩერებელ პროცესში მოხვდება და დაიწყებს ბევრად მეტი სითბოს შთანქთქმას, ვიდრე კარგავს. საბოლოოდ, ასე ოკეანეები უბრალოდ აორთქლდება და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება.
საბედნიეროდ, სცენარის მსგავსი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.
ექსპერტების თქმით, გლობალური ტემპერატურის 3 გრადუსი ცელსიუსით მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი სოციალური ინფრასტრუქტურის კოლაფსი და მასიური არეულობები. ეს შეიძლება ჰოლიუდური პოსტაპოკალიპტური ფილმების სცენარებს მოგვაგონებდეს.
ამასთან, კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების კოლაფსი სასურსათო დეფიციტით. პლანეტის დათბობას მთელი რიგი ნეგატიური ზემოქმედება აქვს საკვების წარმოებაზე, მათ შორის წყლის დეფიციტის მხრივ.
წარსული გადაშენებები და ნგრევები
კემპი ძველი ცივილიზაციების კოლაფსსა და კლიმატის ცვლილების რისკს სწავლობს. ზოგადად, გადაშენებები და კატასტროფები თითქმის ყოველთვის მოიცავს მრავალ ფაქტორს, მაგრამ მისი აზრით, თუ ადამიანები გადაშენდებიან, კლიმატის ცვლილება სავარაუდოდ ამაში მთავარი დამნაშავე იქნება.
"თუ მკითხავთ, რამ შეიძლება ადამიანების გადაშენება გამოიწვიოს, გიპასუხებთ, რომ სწორედაც კლიმატის ცვლილებამ", — უთხრა კემპმა LiveScience-ს.
კემპის თანახმად, დედამიწის ისტორიაში მასობრივი გადაშენებები ძირითადად ყოველთვის კლიმატის ცვლილებებთან იყო დაკავშირებული.
თუმცა, ჰომო საპიენსმა დაამტკიცა, რომ ძალიან ადაპტირებადი სახეობაა და შეუძლია გაუმკლავდეს სხვადასხვა კლიმატს; იქნება ეს ცხელი, ცივი, მშრალი თუ ნოტიო.
ჩვენ თვითონ
არსებობს სხვა სცენარიც და ეს კლიმატით გამოწვეული კონფლიქტებია. კემპმა განმარტა, რომ კლიმატის ცვლილებებმა შეიძლება რესურსების შმეცირება გამოიწვიოს. შემცირებული რესურსების გამო კი ახალი კონფლიქტები შეიძლება დაიწყოს. ატომური შეიარაღების ფონზე კი კონფლიქტების პოსტაოკალიპტურ სცენარებს გვაგონებს.
შესაბამისად, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებამ შეიძლება პირდაპირ არ გამოიწვიოს ადამიანების გადაშენება, მაგრამ ირიბი ფაქტორი ნამდვილად ექნება. 2019 წლის კვლევამ, რომელიც ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ბირთვული კონფლიქტი მხოლოდ ინდოეთსა და პაკისტანს შორის, 50-დან 125 მილიონამდე ადამიანს შეიწირავს.
რა იქნება შემდეგი?
სრული გადაშენება ცუდად ჟღერს, მაგრამ არსებობს იმედები. ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და კატასტროფის თავიდან აცილება შეგვიძლია. პირველ რიგში ეს სათბურის აირების ემისიების მნიშვნელოვანი შემცირებით უნდა ვქნათ.
"მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ მომდევნო ათწლეულის განმალობაში ნახშირბადის ემისიებს არსებითად ვერ შევამცირებთ, შეიძლება შეუქცევადი პროცესები დაიწყოს. ეს აისახება ამინდის ექსტრემალურ ცვლილებებზე, სანაპირო ზოლების დატბორვაზე, ყინულის დნობისა და ზღვის დონის აწევაზე. ახლა დროა ვიმოქმედოთ, ვიმოქმედოთ ჩვენი მომავლისთვის", — ამბობს კემპი.
კომენტარები