მიხეილ სააკაშვილი

7 Apr. 2023, 14:48

მე ვარ პოლიტიკური პატიმარი საქართველოში — ქვეყანაში, რომელსაც 2004 წლიდან 2013 წლამდე ვხელმძღვანელობდი, როგორც პრეზიდენტი და ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ ქვეყნის გეზი დემოკრატიისა და დასავლეთისკენ შეტრიალებულიყო. [...]

მე სისტემატურად მაწამებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად და ამჟამად ჩემს სხეულში მძიმე ლითონით მოწამვლის მტკიცებულებებია. ახლა მაწუხებს 20-ზე მეტი სერიოზული ავადმყოფობა, რომელთაგან ყველა პატიმრობაში განმივითარდა. [...]

ასევე სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მოვუწოდებ აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით.

ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი მოწამეობა, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
  2. რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა?
  3. ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
  4. 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს
  5. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსული მედია: გაგლოევი "ჩრდილოეთ ოსეთთან და დიდ რუსეთთან" გაერთიანების მიზნით გადადგა

23 ივნისს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა გადადგომის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის…