მაკა ბოჭორიშვილი

4 Apr. 2023, 12:52

არ წყდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გამოყენება ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად ე.წ. პოლიტიკოსების ნაწილის და ე.წ. აქტივისტების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რასაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა და რომელიც წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ მოლოტოვის კოქტეილად. 

საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი ჩრდილოელი მეზობელი, წესით ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში რომ უნდა გვაერთიანებდეს, აქციეთ ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად და ყველაფერს დაარქვით რუსული. 

სინამდვილეში არც რუსული კანონები არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც რუსული ხელისუფლება, როგორც ამას ცდილობთ, რომ წარმოაჩინოთ, არც რუსული ოცნება, რომელზეც ალბათ თქვენ ოცნებობთ და არც საკნის ნაცვლად საავადმყოფოში განთავსებული სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…