რას ამბობს დავით კეზერაშვილი წვრთნების საქმეზე
ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი თარგამაძის დროებაში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2021 წლის 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას საწვრთნელ პროექტში 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა.
- ამავე წლის 30 სექტემბერს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი.
- საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას. უწყების თქმით, ეს მომსახურება არ მიუღიათ.
- 2022 წლის 29 მარტს საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და კეზერაშვილსა და ნინუას დაეკისრათ 5 060 000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა სამინისტროს სასარგებლოდ.
- 21 მარტს სააპელაციომ კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
- ფორმულა ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილების მიზანი კრიტიკული მედიის შევიწროებაა.
დეტალები: კეზერაშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მინისტრობის დროს იყო ის, რომ ისრაელთან ახლო ურთიერთობები დაელაგებინა და ასეც მოიქცა.
- "ჩემი პირველი ვიზიტი იყო ისრაელში, ჩავედი, შევხვდი ჩემს კოლეგებს და ძალიან ბევრი რამ ავაწყეთ. ამას ახლა ვერ მოვყვები, არც შეიძლება, რომ მოვყვე. მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი იყო წვრთნის ეს პროგრამა, რომელზეც ახლა მედავებიან და ამბობენ, რომ თურმე ეს არ მომხდარა", — თქვა კეზერაშვილმა.
- მისი განმარტებით, წვრთნები საქართველოში ჩატარდა და აქ იმყოფებოდა 200-მდე მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა რანგის ისრაელის ოფიცერი, იყო ლიცენზირებული საქმიანობა.
- "თუმცა შუაში, როცა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გაიგეს ამის შესახებ, ისინი რაღაც ხერხებით დაუკავშირდნენ ისრაელის მთავრობას და ჩვენ მივიღეთ თხოვნა, რომ უნდა შეგვეცვალა კონტრაქტი", — თქვა ყოფილმა მინისტრმა.
- განმარტა, რომ ბოლო ოფიცრები, რომლებიც წვრთნიდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს ტერიტორია ბათუმის გავლით, სარფის გავთლით — დატოვეს 10 აგვისტოს.
- "ეს არის დადასტურებული ფაქტები. ომის დაწყებიდან 2 დღეში. ისინი ბოლომდე ადგილზე იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავიანთ საქმეს", — თქვა მან.
დავით კეზერაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის საქართველოდან წავიდა, ისრაელს მიმართეს თხოვნით, რომ იქაც დაწყებულიყო გამოძიება.
- "ეს გამოძიება, თუ არ ვცდები 2014 წელს დაიწყო და გრძელდებოდა რამდენიმე წელი. ისინი ვერსად ვერ მივიდნენ, ისრაელის გამოძიებამ დახურა საქმე, რადგან ნახეს, რომ ნამდვილად წვრთნები ჩატარდა, კონტრაქტები იყო, ფული არის გადახდილი, ყველაფერი არის წესრიგში და საქმე არის დახურული,მე მომისაჯეს ის რაც მომისაჯეს", — თქვა კეზერაშვილმა.
- ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი, ეს მხოლოდ უხარია და ამის შესახებ იცის ყველა ოფიცერმა, ვინც საქართველოში მსახურობდა — იმ პერიოდშიც და მას შემდეგაც.
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
კომენტარები