მაღალი არტერიული წნევა დემენციასთან არის დაკავშირებული — კვლევა
მეცნიერები დიდი ხანია შემაშფოთებელ კავშირს იკვლევენ, რომელიც მაღალ წნევასა და დემენციას შორის შეიძლება იყოს.
და აი ახლა, ახალ კვლევაში, რომელიც European Heart Journal-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა შეისწავლეს ის, თუ როგორ მოქმედებს მაღალი არტერიული წნევა თავის ტვინის კონკრეტულ რეგიონებზე. შედეგად, აღმოაჩინეს მტკიცებულება იმისა, რომ ეს ორი მდგომარეობა ნამდვილად დაკავშირებულია ერთმანეთთან.
მეტიც, მაღალი წნევა შეიძლება ტვინის დისფუნქციის პირდაპირი მიზეზიც კი იყო, ვარაუდობენ ისინი.
"ჩვენმა კვლევამ პირველად გამოავლინა თავის ტვინში სპეციფიკური ადგილები, რომლებიც მიზეზობრივად ასოცირდება მაღალ წნევასთან და კოგნიტურ დაქვეითებასთან", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა მატეუშ სიედლინსკიმ, იაგელონის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მკვლევარმა.
სიედლინსკიმ და მისმა გუნდმა 30 000-ზე მეტი პაციენტის მონაცემები MRI სკანირებით გაანალიზეს.
მენდელის სისტემის გამოყენებით, ტექნიკით, რომელიც გენებზე ფოკუსირდება, ჯგუფმა დაადგინა, რომ ტვინის ცხრა ნაწილი ავლენს ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მაღალ წნევასთან, ასევე კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებასთან.
ყოველგვარი ეჭვების აღმოსაფხვრელად, მკვლევრებმა შემდეგ ორჯერ შეამოწმეს თავიანთი დასკვნები პაციენტების ცალკეულ ჯგუფებზე.
რაც არ უნდა შემაშფოთებელი იყოს აღმოჩენა, ეს უდავოდ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ მისი ყველაზე დამანგრეველი ფორმის, ალცჰეიმერის დაავადების მიზეზი, ძირითადად უცნობია.
"ცნობილი იყო, რომ მაღალი წნევა კოგნიტური დაქვეითების რისკ-ფაქტორია, მაგრამ როგორ აზიანებს ის უშალოდ ტვინს, აქამდე უცნობი იყო", — თქვა კვლევის თანაავტორმა ჯოანა უორდლოუმ, ედინბურგის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა.
კომენტარები