გენური ინჟინერიის გამოყენებით მამონტის ხორცის ბურთულები შექმნეს
ავსტრალიელმა კომპანიამ მამონტის დნმ გამოიყენა რათა გადაშენებული სახეობის ხორცის ბურთულები დაემზადებინა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ გადაშენებული ცხოველებისგან ხორცის შექმნით, მათ ტრადიციული ხორცის წყაროების ჩანაცვლება შეეძლებათ.
ხორცის ბურთულების შესაქმნელად კომპანია Vow-მა მამონტის ცილის დნმ-ის თანმიმდევრობა გამოიყენა. იქ, სადაც თანმიმდევრობაში ხარვეზები იყო, კომპანიამ სპილოების დნმ ჩართო — ეს სანამ ხორცი ცხვრისგან აღებული მიობლასტის ღეროვან უჯრედებში გაიზრდებოდა. მთელ პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდა და ხორცის შემქმნელების თქმით, პროდუქციის "მოყვანა" შესაძლებელია "განუსაზღვრელი რაოდენობით".
შემდეგი პოდკასტი: ლაბორატორიული ხორცი — როგორია საკვების მომავალი
"ჩვენ ავირჩიეთ მამონტის ხორცი რადგან ის სიმბოლოა კლიმატის ცვლილების", — განუცხადა Vow-ის თანადამფუძნებელმა ტიმ ნოკესმიტმა The Guardian-ს.
შემქმნელების თქმით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი გენეტიკური ინფორმაცია. თავიდან მავრიკული დრონტის ხორცის დამზადება სურდათ, რადგან მასზე მეტი ინფორმაცია გააჩნდათ.
გრძელვადიან პერსპექტივაში, გუნდი იმედოვნებს, რომ შეამცირებს წარმოების ხარჯებს, რათა კულტივირებული ხორცი კონკურენტუნარიანი გახდეს და საბოლოოდ ჩაანაცვლოს ტრადიციული ხორცი.
ამის გარდა, აღსანიშნავია სხვა მსგავსი პროექტებიც. 2022 წელს შევიტყვეთ, რომ სტარტაპი ვეფხვის სტეიკზე მუშაობდა.
კომენტარები