ვეფხვის სტეიკი — სტარტაპი ლაბორატორიაში მტაცებლის ხორცის წარმოებას გეგმავს
ლაბორატორიული ხორცის მწარმოებელი ხორცის კომპანია Primeval Foods გეგმავს ბაზარზე შემოიტანოს მთელი რიგი ეგზოტიკური ხორცი, მათ შორის ზებრასი, ლომის, სპილოსი და ვეფხვის.
თუმცა, იმის ნაცვლად, რომ საფარში ჩავიდნენ და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები დახოცონ, სტარტაპი იმედოვნებს, რომ ეგზოტიკურ ხორცს ლაბორატორიაში უჯრედების კულტივირებით აწარმოებს.
ეს ახალი ტრენდის დამკვიდრების მცდელობაა, რადგან კომპანიის პოტენციური მომხმარებლების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რა გემო აქვს მსგავს ეგზოტიკურ ხორცს. თუმცა, კომპანიამ უკვე იპოვა რამდენიმე რესტორანი ლონდონში, რომლებსაც თავის პროდუქციას მიაწვდის, იტყობინება FoodNavigator.
ეს ნიშნავს, რომ ლაბორატორიული ხორცი საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ "საკვები ნებისმიერი სახეობიდან ბუნებისა და ცხოველების რესურსების მოხმარების გარეშე". მიუხედავად ამისა, მსგავსი პროდუქციის წარმოებას ხორცი რესურსად მაინც სჭირდება, თუმცა მინიმალურად.
"ჩვენ ვირჩევთ ქსოვილის მცირე ნიმუშს ყველაზე ჯანმრთელი გარეული ცხოველებისგან. ამის პარალელურად მათ არაფერი უშავდებათ და აგრძელებენ ცხოვრებით ტკბობას", — ამბობენ კომპანიაში.
კომპანიაში იმასაც უსვამენ ხაზს, რომ დიდ კატებს აქვთ "უნიკალური ამინომჟავისა და ცილის პროფილი", ხოლო სპილოებს განსაკუთრებული "ცხიმოვანი კუნთოვანი ქსოვილი". ეს ერთად კი ქმნის გემოებისა და საკვები ღირებულების განსაკუთრებულ რესურს.
"ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ: ციმბირის ვეფხვის, ლეოპარდის, შავი პანტერის, ლომისა და ზებრას ხორცზე", — განუცხადა FoodNavigator-ს Primeval Foods-ის წარმომადგენელმა ილმაზ ბორამ.
უჯრედებით ვაჭრობა
Primeval Foods არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ცდილობს გადაუხვიოს საქონლისა და ქათმის ხორცის ჩვეული მოხმარებისგან. მაგალითად, არის Orbillion Bio, სტარტაპი, რომელიც ცდილობს ბაზარზე გამოიყვანოს ლაბორატორიაში მოყვანილი ვაპიტის ძეხვი.
ასევე: ევროკავშირი ლაბორატორიული ხორცის განვითარების პროექტში 2 მილიონ ევროს ჩადებს
რა თქმა უნდა, მზარდი ინტერესია ლაბორატორიებში წარმოებული ხორცის მხრივ, თუმცა რამდენად მოთხოვნადი შეიძლება იყოს ვეფხვის და სპილოს ხორცი ამის თქმა ჯერ რთულია.
კომენტარები