თეა წულუკიანი

27 Mar. 2023, 16:19

მე არ ვიცნობ სამხარაძეს რა ჰქვია, რა თქვით, ვისზეა საუბარი?... ქალბატონ თათია სამხარაძეზე, არ ვიცი რაზე მესაუბრებით, არ ვიცნობ ამ ქალბატონს. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რას წარმოადგენს. მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს, სტრასბურგში გენერალურ მდივანთან ერთად ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბულის კონვენცია და შემდეგ იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმებს ჩავუდექი სათავეში და ქართული ოცნების ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა გოგონებისა და ქალთა უფლებებისათვის, ამ კონვენციის პარლამენტში მოხდა რატიფიცირება. შესაბამისად, მე არ შეიძლება მქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, რაზე თქვენ მესაუბრებით, განსხვავებული პოზიცია გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის ვინც არ უნდა იყოს ის გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით, დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, რომ თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს. 

თუმცა თქვენ აქვე თქვით, რომ რა არის ეს სახლში მივარდნებიო. თქვენ, ფორმულა, სულ ახლახან იყავით ჩვენს სახლში მოვარდნილი და სახლში მივარდნები... ა, მინისტრს შეიძლება სახლში მიუვარდე და ჟურნალისტს — არ შეიძლება. თქვენი ტელევიზია და კიდევ აქ მჯდომი არაერთი ტელევიზია სახლში გვივარდებით, მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა მომივარდეთ სახლში ფორმულა და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, მაგრამ როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახის მოხუც წევრებს უვარდებით სახლებში, ესეც თქვენი ხელწერაა. ამიტომ, სანამ სიტყვებს გამოთქვამთ სახლში მივარდნა როგორ შეიძლებაო სამჯერ დაფიქრდით, თუ ღმერთი არ გწამთ ხუთჯერ დაფიქრდით.

განაცხადა თეა წულუკიანმა. თათია სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების საქმე აქვს მოგებული. მას შემდეგ, რაც კიდევ 6 ქალმა რამიშვილი შევიწროებაში ამხილა, POSTV სამხარაძის დისკრედიტაციას ცდილობს. რამდენიმე დღის წინ მათი გადამღები ჯგუფი სახლში მიუვარდა ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, დიმიტრი ჩიქოვანს და ამტკიცებდა, თითქოს მან სამხარაძე გაიტაცა და კარადაში ჰყავდა — ეს ამბავი ორივე მათგანმა უარყო. ახლა სამხარაძე წერს, რომ POSTV-ის წარმომადგენელი მის სახლთან მივიდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  4. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  5. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძესა და ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

"ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ…