ხატია დეკანოიძე

27 Mar. 2023, 15:35

ყველა ქალი უნდა მივიდეს თათიასთან და ფიზიკურად დაიცვას. და შალვა რამიშვილი ქალების ხელით უნდა განადგურდეს საზოგადოებრივად როგორც დამნაშავე და საზიზღარი პროპაგანდისტი. აუცილებლად მივიდოდი თბილისში რომ ვიყო!

წერს დეკანოიძე ფეისბუქგვერდზე. თათია სამხარაძემ დაწერა, რომ მის სახლთან POSTV-ის რამდენიმე გადამღები ჯგუფია მისული და პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს. თათია სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების საქმე აქვს მოგებული. მას შემდეგ, რაც კიდევ 6 ქალმა რამიშვილი შევიწროებაში ამხილა, POSTV სამხარაძის დისკრედიტაციას ცდილობს. რამდენიმე დღის წინ მათი გადამღები ჯგუფი სახლში მიუვარდა ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, დიმიტრი ჩიქოვანს და ამტკიცებდა, თითქოს მან სამხარაძე გაიტაცა და კარადაში ჰყავდა — ეს ამბავი ორივე მათგანმა უარყო. ახლა სამხარაძე წერს, რომ POSTV-ის წარმომადგენელი მის სახლთან მივიდა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და…