ხატია დეკანოიძე

5 Apr. 2023, 17:42

კონსილიუმის დასკვნის შემდეგ შემაშფოთებლად გაიზარდა რისკი, მათ შორის, უეცარი ფატალური შედეგის დადგომის. ევროსაბჭოს ასამბლეის მომხსენებლების რეკომენდაცია დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, რაც ითვალისწინებს საქართველოში უცხოელი ექიმების ჩამოსვლას და სააკაშვილთან შესვლას, ადეკვატური ანგარიშის დადებას. [...]

ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა მესმის, მაგრამ საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტთან, პრეზიდენტის პატიმრობაა და ქვეყნისთვის მომავალი ექვსი თვე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახმა და ხელისუფლებამ ყოველგვარი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე ჰუმანიტარული მიზნით შეთანხმებას მიაღწიონ.

ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო. არ ვიკადრებ, რომ ჩემი ყოფილი პარტია დავადანაშაულო იმაში, რომ მის თავისუფლებას ვერ აღწევენ, რადგან ამას ჩვენ ვერ ვიზამთ და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ადამიანი არის ავად, ფიზიოლოგიურად ავადმყოფია მძიმე დიაგნოზებით. ის ხაზი, რომ ვინმე მისი თავისუფლებისთვის საკმარისს არ აკეთებდა, არასწორად მეჩვენებოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…