რატი ბრეგაძე

24 Mar. 2023, 00:23

ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] მკურნალობას არ ემორჩილება უკვე ოქტომბრის მერე და მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ, ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს, მათ შორის, ექსპერტიზასაც და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ. გასაგებია, რომ აქ ეხება საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და ერთი ხელის მოსმით მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.

მთელი ეს მცდელობები, რომელსაც ეს ადამიანი და მისი გარემოცვა აწარმოებს, თამამად უნდა ითქვას, რომ არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა, იმავდროულად, შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები. 

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა იმედთან ინტერვიუში. კლინიკა ვივამედში ამბობენ, რომ იმ მკურნალობას, რასაც ექსპრეზიდენტი იღებს, მას სხვა ნებისმიერი კლინიკა გაუწევს. კლინიკამ პენიტენციურ სამსახურს მიმართა და სააკაშვილის ვივამედში დაყოვნების მიზანშეწონილობაში გარკვევა სთხოვა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ორ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. როგორც უწყება…