ტოპ 5 კომპანია საფონდო ბირჟიდან, რომელიც 2023 წელს დივიდენდებს გასცემს
ინვესტირების დროს, ერთ-ერთი საინტერესო და სასარგებლო ნაწილი დივიდენდების გაცემაა. თუმცა, ბევრი კომპანია კვარტალურ ან წლიურ დივიდენდებს არ გასცემს. ინვესტორებისთვის დივიდენდის გაცემა ორმაგად მომგებიანია — ერთი მხრივ, ნარჩუნდება ინვესტირებული თანხა, ხოლო მეორე მხრივ, კონკრეტულ მომენტში შესაძლებელია, ინვესტირებული თანხის გამოტანის გარეშე, გარკვეული სარგებლის მიღებაც. საინვესტიციო გეგმის შემუშავებისას კი მნიშვნელოვანია, რომელი კომპანიები გასცემენ დივიდენდებს. გთავაზობთ კომპანიებს, რომლებიც 2023 წელს დივიდენდებს გასცემენ.
1. Johnson & Johnson (JNJ -1.07%) — კომპანია, რომელიც უმეტესად თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. თუმცა, სპეციალიზაცია ფარმაცევტულ ბაზარზეც აქვს. ამ ყველაფრის შეჯამებით, მთელ დარგში კომპანია მოწინავე პოზიციაზეა და ინვესტორების ნდობას ათწლეულებია იმსახურებს. სწორედ ამის გამო, კომპანიის დივიდენდები ბოლო 60 წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება.
2. Target (TGT -2.26%) — კონკურენტებისგან განსხვავებით, უკანასკნელი რამდენიმე წელია Target-მა შეძლო დანახარჯების შემცირება, ელექტრონული კომერციისა და პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდა. სწორედ ამან შეუწყო ხელი კომპანიის აქტივების გაფართოებას, მომხმარებელთა შორის სანდოობის განმტკიცებას. მიუხედავად 2022 წელს არსებული გარკვეული პრობლემებისა, Target-ის მენეჯმენტი მაინც გეგმავს, რომ 2023 წელს დივიდენდები გასცეს.
3. Microsoft (MSFT 1.17%) — ყველასთვის ცნობილი კომპანიის სტრატეგია წლებია არ იცვლება და გამომწერების მოდელზე (subscription) არის ორიენტირებული. ამის გამო Microsoft-ის მენეჯმენტი მუდმივად ზრდის შემოსავლებს, ეს კი დივიდენდებზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ფინანსური "სამოთხეა". Microsoft-ის ყველა ფინანსური დოკუმენტი, მაჩვენებლები და ზოგადი მდგომარეობა მენეჯმენტს აძლევს იმის საშუალებას, რომ დივიდენდების გაცემა და ზრდაც კი უზრუნველყოს.
4. American Express (AXP -2.62%) — ფინანსური სექტორი და კონკრეტულად გადახდების სისტემები, ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ინვესტორებისთვის, რომელთაც დივიდენდებში ინვესტირება სურთ. ამ სექტორში კი საუკეთესო სწორედ American Express არის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დივიდენდის არისტოკრატი არ არის, მენეჯმენტი მრავალი წლის განმავლობაში ახერხებდა, რომ ნებისმიერ ეკონომიკურ გარემოში დივიდენდების გაცემა შეენარჩუნებინა, ზოგჯერ კი გაეზარდა კიდეც. კომპანიის ორიენტირი მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები არიან, რაც უზრუნველყოფს ფინანსური ნაკადის შემოსვლას და ინვესტორების ნდომის მუდმივ ზრდას.
5. Realty Income (O -1.68%) — უძრავი ქონება რომ ერთ-ერთი საუკეთესო სფეროა ინვესტირებისთვის, ეს უკვე ათწლეულებია ცხადია. თუმცა, კომპანია, რომელიც უძრავ ქონებას და ელექტრონულ კომერციასაც აერთიანებს, ბაზარზე კიდევ უფრო მეტ უპირატესობას ფლობს. სწორედ ასეთი კომპანიაა Realty Income, რომელმაც შეძლო უძრავი ქონების გამქირავებლებისა და დაქირავების მსურველების ნდობის მოპოვება, შედეგად კი სწრაფად მზარდ სექტორში ინვესტორების ყურადღების მიქცევა. კომპანია დივიდენდის არისტოკრატია, რომელიც 1994 წლიდან, 27 წელია გასცემს დივიდენდებს.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები