ნანა მალაშხია

9 Apr. 2023, 13:46

მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს და მე მინდა, მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისაგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები. უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა ჰქვია. მინდა, მადლობა გითხრათ იმ განცხადებებისთვის, რომელსაც თქვენ აჟღერებთ უკრაინის მიმართ და ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეების ურყევ მხარდაჭერასა და სოლიდარობასთან. 

ვფიქრობ, რომ თქვენ გამოიყენებთ ყველა რესურსს და ბერკეტს ქვეყნისათვის ურთულეს მომენტში და ჩვენ გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მჯერა მე ამის. მჯერა, რომ ჩვენთან ერთად გახდება უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი. დიდება საქართველოს, დიდება ჩვენ გმირებს, დიდება უკრაინას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, 33 წლის ერეკლე გუგავას,…