ორი დღის განმავლობაში დაშლა-დარბევაგამოვლილ ახალგაზრდებს, ცრელმსადენი გაზის ბურუსში, პოლიციის სირენის ხმაზე შუა რუსთაველზე რომ ცეკვავდნენ, წყლის ჭავლს საქართველოს დროშით წინ ედგნენ და პროტესტს არ ტოვებდნენ, გია გაჩეჩილაძემ, ე.წ. უცნობმა აქციაზე არდგომის სანაცვლოდ, მასთან "გულაობა" და "უფულო კონცერტის გაკეთება" შესთავაზა.

ამას წინ უძღოდა გაჩეჩილაძის პროპაგანდისტული, ქართული ოცნების ნარატივების მსგავსი განცხადებები "არასწორ მხარეს დგომაზე", "სატყუარაზე წამოგებაზე" და სხვა.

"გამოიყენეს თქვენი ენერგია და დააპირისპირეს საქართველოს", — თქვა უცნობმა მაშინ, როდესაც ყველაფერი პირიქითაა. ყველაზე აქტიურად ახალგაზრდა თაობაზე აპელირება სწორედ იმ კანონის ინიციატორებმა და მომხრეებმა დაიწყეს, რომლის გასაპროტესტებლადაც 2 დღის განმავლობაში ქალაქის მთავარი გამზირი გადავსებული იყო. მათ ლექსიკონში სიტყვა Gen Z-მ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, თუმცა დაავიწყდათ, რომ "Gen Z-ის ვერ დატროლავენ".

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge

ვერ დატროლა ვერც უცნობმა, მაგრამ სხვა მიზეზით — Gen Z-მ მისი არსებობის შესახებ, უბრალოდ არ იცის. მშობლები, უფროსი დები და ძმები, მეგობრები, ნათესავები და მასწავლებლები Gen Z თაობისგან დაინტერესდნენ, დათანხმებოდნენ თუ არა ისინი უცნობის შეთავაზებას. რასაც ნახავთ, არ გაგიკვირდებათ, მაგრამ თუ თავად უცნობს საკუთარ ცნობადობის ხარისხზე კითხვები გაუჩნდება, პასუხს ამ სქრინებზე იპოვის.












ბონუსად, გთავაზობთ ინტერნეტრეაქციებს, რომელიც ანტიდასავლური ძალისა და ქართული ოცნების სხვადასხვა წევრის მიერ Gen Z-ის გულის მოგების მცდელობებს მოჰყვა.

"არიქა, Z დაინახეს და ეტენებიან, სხვა Z-ა ეგ, სხვა... თქვენ რო მოგწონთ, ის სხვაა! — წერდა ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი, ზოგი კი ამ ამბავს მიმებით გამოეხმაურა.