სანდრო რაქვიაშვილი

10 Mar. 2023, 17:55

პირველ რიგში, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას მართლაც შეეშინდა სტუდენტების და იფიქრეს, რომ, აი, ამ სტუდენტების გაწვევის ნაწილის გაწვევის ნაწილით რომ უარი თქვეს, ამით ჩააგდებენ მუხტს. მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ. ჯერ ერთი, კანონში არანაირი ცვლილებები არ არის შეტანილი და კანონი ისეთი ფორმით არის, როგორიც არის.

მეორე, ეს არის მცირე ნაბიჯი, რომელიც კარგი ნაბიჯია, კარგი მიმართულებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ გამორიცხავს იმას, რომ ათასობით ახალგაზრდა მაინც შლაგბაუმზე და "ვიშკაზე" წავა მაისიდან, თუ ქართულ ოცნებას არ შევაცვლევინეთ ეს კანონი ან უკან არ დავახევინეთ. ეს არის პირველი სიმპტომი იმის, რომ ქართულ ოცნებას ეშინია და უნდა რამენაირად არ მიგვიყვანოს მიტინგზე. არ დავუჯეროთ ქართულ ოცნებას, მით უმეტეს, იცით, როგორი გადამგდები არიან. ასე რომ, მოდით მიტინგზე და მთლიანად ეს კანონი უკან გავაწვევინოთ, როგორც ის რუსული კანონი გავაწვევინეთ.

ამბობს გირჩის დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი. დღეს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ, როგორც ეს ახალი კოდექსის პირველი ვერსიით იგეგმებოდა. გადაწყვეტილება უწყებამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციამდე ("არა მონობას") ერთი დღით ადრე გაასაჯაროვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…