ირაკლი ღარიბაშვილი

7 Mar. 2023, 14:22

რაც შეეხება იმ აჟიოტაჟს, რაც არის შექმნილი, ჩვენ ძალიან მარტივად ვხვდებით, რომ საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული, ხალხი ამას ხედავს. შემთხვევითი არ არის, რომ მაგალითად, იგივე მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი პარტიების რეიტინგი შეადგენს, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი შეადგენს 7-დან 10 პროცენტამდე. სხვა დანარჩენი პარტიების 2 პროცენტს ქვევით. მე მესმის მათი. ჩვენი, ქართული ოცნების და ზოგადად ჩვენი პოლიტიკისადმი მხარდაჭერა მოსახლეობის არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. 50-60 პროცენტზე არის უკვე ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. კეთილდღეობის მოტანა.

შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო 2 წელიწადში, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვიტანეთ სწრაფი განვითარება. მეტი პროექტები დავიწყეთ და თითქმის 10 მილიარდით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. აი, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას — ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. აი, ეს მინდა გითხრათ და ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას — სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია, ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილს რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის…