ეარნეტი

6 Mar. 2023, 23:59

ყველა იმ ახალგაზრდისთვის, რომლისთვისაც ჩვენი არსებობის 12 წლის მანძილზე სტიმული მიგვიცია მაგალითით თუ ნაბიჯებით.

იმ 15000-ზე მეტი ადამიანისთვის, რომელიც სარგებლობს ან უსარგებლია ჩვენი სერვისებით, მიუღია მეტი განათლება, ცოდნა, კომუნიკაცია მეგობრებთან თუ უკეთებია საკუთარი ბიზნესი.

იმ გარემოსთვის, რომელშიც ჩვენ საშუალება მოგვეცა, გვესწავლა, დავბრუნებულიყავით მშობლიურ მხარეში და შეგვექმნა უკეთესი აწმყო ჩვენივე მხარის ხალხისთვის.

ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც კარგად ვიცით, რა პერსპექტივა გვქონდა მანამდე და რას მივაღწიეთ დასავლური განათლებით, პროგრესისადმი დაუღალავი სწრაფვით, შრომით, მონდომებითა და ნებისყოფით.

ჩვენ გვჭირდება გარემო, რომელშიც ახალგაზრდებს კვლავ ექნებათ პერსპექტივა, ხოლო უფროს თაობებს საამაყო მემკვიდრეობა და ეს რუსეთთან ერთად, იმ აზროვნებასთან ერთად, რომელსაც ცდილობენ, რომ ხალხს დაუმკვიდრონ, მით უფრო იარლიყები კანონად უქციონ[ და ეს მხოლოდ "უწყინარი" დასაწყისია] შეუძლებელია.

ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, ჩვენი თვითმიზანი არის ევროპა და მოვუწოდებთ ყველა ჩვენ მეგობარს, ყველგან, სადაც არ უნდა მუშაობდეთ, თქვენ ხმას ფასი აქვს აქ და ახლა. თქვი, რომ შენც ხარ ევროპა.

და ბოლოს: "თავისუფლება არასოდეს არის ერთ თაობაზე მეტით შორს დაკარგვისაგან. ჩვენ, ჩვენი შვილებისთვის ის სისხლით არ გადაგვიცია. მისთვის აუცილებელია ბრძოლა და დაცვა, შემდეგ კი გადაცემა ისე, რომ მათ იგივე გააკეთონ, თორემ ერთ დღეს, ჩვენი ცხოვრების დაისში, ჩვენ მოვუყვებით შვილებს და იმათ შვილებს, თუ როგორი იყო შეერთებულ შტატებში ოდესღაც, როცა ადამიანები იქ თავისუფლები იყვნენ", — რონალდ რეიგანი


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
  2. გიორგი ხიშტოვანი: "ოცნებამ" გადაწყვიტა, პირდაპირ მუქარაზე გადავიდეს და ამ გზით დაწიოს ფასები — ეს საშიში პრაქტიკაა
  3. ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
  4. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა
  5. ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რომელია 2025 წლის საუკეთესო ფილმი — ჩვენი მკითხველის არჩევანი

2025 წელი კინომანებისთვის ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა და სხვადასხვა ჟანრის არაერთი ფილმის პრემიერა შედგა. წელს…