მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის, ადამიანებისთვის რომელიც ჩვენი მთავარი ღირებულებაა...
გთხოვთ, თითოეულ ტრენერს, თითოეულ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას — სანამ განიხილება რუსული კანონის აქტიურად მიღების პროცესი, შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება.
ჩვენ ყველამ ერთად ხიდები ავაშენეთ ორმხრივად საჯარო სექტორთან. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს-მეგობრებს შორის არა ერთი მათგანია. კოლეგებო, ეს არის დროებითი პროცესი, რომელიც მიმართულია კონკრეტულად — რუსული კანონის შესაჩერებლად.
ტრენერები ვავითარებთ ადამიანებს, ვემსახურებით სამშობლოს და ვცნობთ საქართველოს მთლიანობას ევროპულ ინტეგრაციაში.
კომენტარები