დახატე შენი ოცნების ავტომობილი — ტოიოტას გლობალურ კონკურსზე წარდგენილი საუკეთესო ნამუშევრები საქართველოდან
ფოტო: თეგეტა
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ ხატვის გლობალური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. დახატე შენი ოცნების ავტომობილი — ამ დევიზით კონკურსში მთელი საქართველოდან 16 წლამდე ასაკის 200-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 საუკეთესო გამოვლინდა, რომელთა ნამუშევრებს ახლა უკვე საერთაშორისო კონკურსზე, იაპონიაში შეაფასებენ.
7 წლამდე ასაკობრივი კატეგორიიდან გამარჯვებულები არიან: ნია პაპავა, ანამარია ნანავა და ბარბარე მეფარიშვილი. 8-11 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან: მარიამ ჩაჩანიძე, ლიზა კუტალაძე და ქეთევან გაბიდაური, ხოლო 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან: სოფიო მენაბდე, მარიამ ტალახაძე და ნარგო სანიკიძე.
"კონკურსის თითოეული მონაწილის ნახატი ჩვენთვის ძალიან ღირებულია", — აღნიშნავს თეა მანჯავიძე, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი, — "მეტ მნიშვნელობას ყოველთვის იდეას ვანიჭებთ და არა ტექნიკურად შესრულებას. თუმცა, მიხარია, რომ გამარჯვებულ ნამუშევრებში ამჯერადაც ორივე კომპონენტი თანაბრად მაღალ დონეზეა. გვჯერა, რომ ყველა დიდი იდეა ოცნებით იბადება, სწორედ ამიტომ მომავლის ავტომობილის შექმნისათვის ბავშვებს სრული თავისუფლება მივეცით. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა მხატვრების ფანტაზიები ტოიოტას ახალი თაობის მოდელების შექმნაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს".
კონკურსის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, ტოიოტა ცენტრი თეგეტას შოურუმში ნახატების გამოფენა მოეწყო. მონაწილეების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. გამარჯვებულებს მათი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით შერჩეული საჩუქრები და სიმბოლური სერტიფიკატები გადაეცათ.
დახატე შენი ოცნების ავტომობილი ტოიოტას გლობალური პროექტია, რომელშიც ყოველწლიურად 79 ქვეყნიდან 830 ათასამდე ბავშვი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილე ბავშვები თავიანთი წარმოსახვისა და მხატვრული უნარ-ჩვევების გამოყენებით, ცდილობენ, ფანტაზია ფურცელზე გადმოიტანონ და შექმნან ისეთი ავტომობილი, რომელიც მათი ხედვით გარემოს გააუმჯობესებს და სამყაროში სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები