ICOMOS

5 Mar. 2023, 17:20

პარლამენტში დაიწყო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა. კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად ითვლება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური რესურსია.

მოგახსენებთ, რომ მემკვიდრეობის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები წლების განმავლობაში იზიარებდნენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. მაგალითისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით არის შემუშავებული ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტი, როგორიცაა "საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025".

სწორედ რომ უცხოური დაფინანსების მხარდაჭერითა და ჩვენი მუშაობის შედეგად შევძელით:

ისტორიული შენობების, ქუჩების, უბნების რეაბილიტაცია თბილისსა და რეგიონებში; საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების რესტავრაცია ფიტარეთსა და იკორთაში; ტრადიციული სამშენებლო ხერხების, ხელოსნობის კვლევა და სწავლება; კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მოხალისეთა ახალგაზრდული ბანაკების შექმნა; კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების გზამკვლევების შედგენა; სამუზეუმო სფეროს განვითარების ხელშეწყობა მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალებისთვის სწავლების საერთაშორისო პროგრამების შექმნით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და კვლევებით; ტრადიციული რეწვის დარგების რეაბილიტაცია, განვითარება, ოსტატების ხელშეწყობა და პროდუქციის შექმნა; სათემო ორგანიზაციების შესწავლა რეგიონებში და სათემო ინიციატივების მხარდაჭერა და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონის ინიცირება და განხილვა დისკრედიტაციას უწევს დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების გადასახადების დახმარებით ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კანონი ლახავს ჩვენს პირად და პროფესიულ ღირსებას, რომლის დაცვაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. გარდა ამისა, გვეზღუდება კონსტიტუციით მონიჭებული უფლება: დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის კურსისათვის, რომელიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით გახდა სახელმწიფო სტრატეგიის საყრდენი. კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. მოგმართავთ, შეწყვიტოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა, რომელიც თავისი შინაარსით დამაზიანებელია საქართველოს სახელმწიფოსათვის, მოქალაქეებისა და მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
  2. ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, მასწავლებელი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
  3. ელისაშვილი: შვილებს რომ შევხვდე, რამეს დავაშავებ? ღამე როგორ გძინავთ? რას მიკრძალავთ, შვილების მოფერებას? ნამუსი როგორ არ გაქვთ?
  4. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა მოქმედმა პოლიციელმა ბათუმში "სპარი" გაქურდა
  5. ირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად გაზრდილი აქციზის ტარიფი დაწესდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფინეთის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატში ჰენრი კუპრაშვილმა ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ფინეთის ქალაქ ოულუში ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ჰენრი კუპრაშვილმა ერთი…