ხათუნა სამნიძე

2 Mar. 2023, 17:48

დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ყველაზე საშინელი, რაც მინახავს, ნიკა შენი წაყვანილი ვითომ სხდომა. ამ ვითომ კომიტეტის სხდომაზე გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ არ შემოსულიყვნენ ჟურნალისტები, არ შემოსულიყვნენ დაინტერესებული ადამიანები, ის ადამიანები, ვისაც პირდაპირ ეხება ეს კანონი. არავითარი მცდელობა არ გქონია, რომ ამ კანონპროექტით, ვისაც სტიგმა უნდა დაადოთ, დაღი უნდა დაადოთ, გახლიჩოთ ეს საზოგადოება, იმ ადამიანებს არც დალაპარაკებიხართ, არც მოგისმენიათ. ისე შეგეშინდათ ამხელა კაცებს, პუტინისტებს... პირდაპირ ვამბობ, ყველამ, ვინც მოაწერა ხელი, თითოეული თქვენგანი ხართ პუტინისტები, ამ ქვეყნის მტრები, ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, რომ გააკეთებთ ყველაფერს. 0 გაქვთ პოლიტიკური ნება, რაც დაგიწერეს იმას აკეთებთ და სულ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი რაც ხდება. 

[...] თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო, ირაკლი. რომ ვლაპარაკობ, ნუ მერევი, უზრდელო, შენ. თუ კაიფობ იმით, რომ წყობიდან ვარ გამოსული, იმის გამო, რომ ქვეყანას ანგრევთ, თქვენ ხართ ამ ქვეყნის პუტინის გზაზე დამყენებლები. 

ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ზარქუას მიმართა, რომელმაც სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, სამნიძეს სიტყვა არაერთხელ გააწყვეტინა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…