კელი დეგნანი

27 Feb. 2023, 16:06

ყოველ დღე ახალ-ახალი მიზეზი ჩნდება. თავდაპირველად იყო გამჭვირვალობა. მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან დიდი გამჭვირვალობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია საზღვარგარეთიდან. ამერიკული კანონის მიზნები საერთოდ სხვაგვარია. აქ შემუშავებული კანონპროექტი შეუშლის ხელს ქართველებს, რომ დაეხმარნონ სხვა საზოგადოების წევრებს. სხვადასხვა მიმართულებით ეს ხელს შეუშლის ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კლიმატის ცვლილებებზე, ბიზნეს ასოციაციებზე, იურიდიული დახმარების ორგანიზაციებს და ა.შ

ნათელია, რომ ეს კანონი ეხმიანება და მსგავსია რუსული კანონმდებლობის. რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და განსხვავებული მოსაზრების გაჩუმებაა. ზუსტად ეს დავინახეთ რუსეთის მაგალითზე, რა ეფექტურად იმოქმედა ამ კანონმა, გააჩუმა სამოქალაქო საზოგადოება, განსხვავებული აზრი. საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა და იბრძოლა იმისთვის, რომ შექმნილიყო დემოკრატიული ინსტიტუტები და დაეცვა თავისუფლების პრინციპები. ამიტომ საქართველოს დიდი ხნის პარტნიორები როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვადასხვა ორგანიზაციები, ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელმაც პატიმრების…