ზურაბ ჯაფარიძე

21 Feb. 2023, 11:51

ამ კანონს აქვს ორი მიზანი, ერთი მოკლევადიანი, მეორე გრძელვადიანი. მოკლევადიანი მიზანია, ბიძინამ მოსინჯოს, მოახერხებს თუ არა აღვირი ამოსდოს სამოქალაქო სექტორს, რითაც კიდევ ერთხელ გააწნის სილას დასავლეთს და საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხს

გრძელვადიანი მიზანია სამოქალაქო სექტორის, როგორც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე აქტორის, ნეიტრალიზაცია. ტაქსების რეფორმასავითაა — ჯერ აიძულეს რეგისტრაცია, მერე გადაღებეს (და არა მხოლოდ).

ასე მოხდა რუსეთში, ასე აპირებენ აქაც. ამიტომ, არ დაიჯეროთ ბიძინას უსინდისო ნაბი**რების განცხადებები, თითქოს, ეს კანონი განსხვავდება რუსულისგან. თავიდან იქაც მხოლოდ სავალდებულო რეგისტრაცია იყო. აქვე — "ვაიმე, აბა, არ უნდა ვიჩოდეთ ვინ შაიდან ფინანსდება?" ხალხი ხართ *ლეები და ნუ შეგროვდებით ამ სტატუსის ქვემოთ.

წერს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  2. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  3. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  4. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  5. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს

სახლის კარს რომ გამოაღებ, ზღურბლს გადააბიჯებ და მანამ, სანამ რაიმეს დანახვას ან გააზრებას მოასწრებ, ღრმად ჩაისუნთქავ,…