საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მაკრონის პარტია ლიდერობს
ფოტო: Getty
უვე ცნობილია 11 ივნისს, საფრანგეთში ნაციონალური ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატა) არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომლის შედეგად ახლადარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია La Republique En Marche ლიდერობს. ჯამურად, მაკრონის პარტიის კანდიდატებმა მთელი ქვეყნის მაშტაბით ხმების 28,21 პროცენტი მიიღეს, ანუ 6,39 მლნ ხმა, ასევე მაკრონის პარტიის მოკავშირეებმა, დემოკრატიული მოძრაობიდან, მიიღეს ხმების 4,11 პროცენტი, რაც მილიონს აღწევს. ამგვარად, მაკრონის მოძრაობამ, ჯამურად, ხმების 32,32 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის რესპუბლიკური პარტია - 15,77 პროცენტი, რესპუბლიკურ პარტიას მოსდევს მარინ ლე პენის ნაციონალური ფრონტი - 13,20 პროცენტი, ასევე ბარიერი დაძლია ჟან ლუკ მელონშონის პარტიამ - 11,02 პრიცენტი. ამ არჩევნებზე თავისი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ - 7,44 პროცენტი.
ნაციონალური ასამბლეა საფრანგეთი პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენს და არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საფრანგეთში სულ 577 ერთმანდატიანი ოლქია, სადაც კანდიდატები ცდილობენ ხმათა უმრავლესობა მოიპოვონ. პირველ ტურში გასამარჯვებლად აუცილებელია ხმათა უმრავლესობის აღება. ოლქების უმრავლესობაში ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი გამარჯვებული, გამარჯვებული კანდიდატები 18 ივნისს მეორე ტურში შემდეგ გახდება ცნობილი. მოსალოდნელია, რომ ჯამურად, მაკრონის პარტია სადეპუტატო ადგილების დაახლოებით 70 პროცენტს მიიღებს.
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა რეკორდულად დაბალი აქტივობით, რომელიც 48,71 პროცენტი იყო. არჩევნები უპრეცენდენტოა კიდევ ერთი კუთხით: შეგახსენებთ, რომ პირველი ტურში გამარჯვებული მაკრონის პარტია 2016 წლის 6 მაისს დაარსდა და იგი ამჟამად პარლამენტში წარმოდგენილი არ არის. ასევე რეკორდულად მაღალი იყო პარტიის მხრიდან ქალი კანდიდატების რაოდენობა. ჯამში, მაკრონის პარტიამ 266 ქალი კანდიდატი წარადგინა. საფრანგეთში იზრდება უმუშევრობა, ქვეყანა განიცდის ეკონომიკურ სტაგნაციას, ასევე მნიშვნელოვანია მიგრაციის საკითხიც, არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, მაკრონის პარტიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია მყარი უმრავლესობის მოპოვება.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები