ვოლოდიმირ ზელენსკი

17 Feb. 2023, 13:30

კარგი ფილმი კარგ ემოციებს აღვიძებს. საკულტო კინო ცვლილებას იწვევს. ნებისმიერი ბოროტების წინააღმდეგ კაცობრიობის ბრძოლაში ყოველთვის არის ორი ხმა — სიმართლე და პროპაგანდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროპაგანდას შეუძლია სიმართლის დამალვა. მაგრამ მას არ შეუძლია სრულად გაიმარჯვოს. თუ ხელოვნება არ შეწყვეტს ბრძოლას და მიხვდება, რომ განზე დგომა ნიშნავს ბოროტებასთან ახლოს ყოფნას. ღიაობის, თანასწორობის, საზღვრების გარეშე დიალოგისა და კინოს პრინციპების დასწავლით, ბერლინალემ არჩევანი გააკეთა. წლევანდელ ფესტივალზე არ დაიშვებიან კრემლის მხარდამჭერი ინსტიტუტები, პირები და რუსეთის მხარდაჭერით გადაღებული ფილმები. ჩვენ ვაფასებთ და მადლობელი ვართ ამისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ეს არ არის ფორმალობა. ეს არის სამართლიანობა. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის, უკრაინისადმი ყურადღებისთვის, უკრაინის მიმართ სოლიდარობისთვის. ამის დასტურია ბერლინალეს მონაწილეებისა და სტუმრების ოფიციალური სამკერდე ნიშანი — ოქროს დათვი, რომელიც წელს ლურჯი და ყვითელი გახდა. ეს არის უკრაინის ფერები. ჩვენი დროშის ფერები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის დაუბრუნდეს თავის კუთვნილ ადგილს და გაათავისუფლოს მთელი ჩვენი მიწები.

ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებს. მან პოლიტიკისა და ხელოვნების გამიჯვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ მაშინ გაიმიჯნება, როცა არ მოემსახურება პროპაგანდას და არ იქნება ომის პოლიტიკის ნაწილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…