მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

14 Feb. 2023, 18:44

მოკლე სხდომა იყო სინოდის, სულ რაღაც სამი საკითხი იყო. ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა სინოდის სხდომამ, საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად არაფერი საკამათო არ იყო. პირდაპირ რაც შემიძლია გითხრათ, მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობიდან 45 წლის იუბილე, ეს მთელმა სინოდმა მიულოცა.

ნუ ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, რომ სამძიმრის წერილი გავაგზავნეთ თურქეთის სახელმწიფოში, პირველ რიგში კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და ანტიოქიის პატრიარქთან სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. [...]

პატრიარქი იყო სუსტად, მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა სხდომა. [...]

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან. დღესაც ვიყავი და ვიზარე. ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ. მეტი კიდევ რა უნდა იყოს, მიტროპოლიტი დადის მასთან. [...]

არავითარი საუბარი არ ყოფილა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე. მეუფე გამოვა, გაგიმხელთ, წაგიკითხავთ. მდივანი ყველაფერს მოგიყვებათ. მშვიდობიანად იყო ყველაფერი. 

განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან მიტროპოლიტის ცნობით, პატრიარქი თავს სუსტად გრძნობდა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…