მამუკა მდინარაძე

12 Feb. 2023, 19:03

ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად — ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებელი ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს.

ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება. აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის. სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში.

ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე მხატვარ სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. დღეს, ხელოვანის მხარდასაჭერად ეროვნულ გალერეასთან აქცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ აქციაზე პოლიციის 20 მანქანა სხვა ეპოქას ახსენებს და დღევანდელ საქართველოს არცხვენს. აქციის მონაწილეები სულაბერიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ. მხატვარს სამართალდამცავი ორგანოები საგამოფენო სივრცეში თავისი ნახატის ადგილას გაკეთებული წარწერის გამო ქურდობას ედავებიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა

დღეს დიდმა ბრიტანეთმა "რუსეთის სანქციების რეჟიმის" ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს,…