რა არ მოსწონს კულტურის სამინისტროს ჩუბინიშვილის დასკვნაში და რას პასუხობს უწყებას საპატრიარქო
დასკვნა გელათის ტაძრის შესახებ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დასკვნაში წერია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობებისა, კვლავაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
- ასევე ვკითხულობთ, რომ წლების მანძილზე განვითარებული მოვლენები და ბოლო ორ წელში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელებული ქმედებები ფუნდამენტური სისტემური განახლების აუცილებლობაზე მიუთითებს.
- მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დაწესებულებას აუდიტის სამსახური შეისწავლის.
- ამას ცენტრის მიმართ კულტურის სამინისტროს კრიტიკული განცხადება დაემატა.
- რის შემდეგაც ჩუბინიშვილის ცენტრს საპატრიარქო გამოესარჩლა.
კულტურის სამინისტრო: უწყებაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მათ წულუკიანი ჩაუდგა სათავეში, კვლევითი ცენტრის "მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროს".
- მათი შეფასებით, დასკვნა კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.
- "სამინისტროსათვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ მოცემული დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისაგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული", — ნათქვამია განცხადებაში.
- გარდა ამისა, ამბობენ, რომ საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს და არავის აქვს უფლება ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის ცენტრის სახელი გამოიყენოს.
- სამინისტროს აზრით, თვალშისაცემია დასკვნის ზედაპირულობა და ავტორთა არაკომპეტენტურობა.
- "ხარაჩოდან ვიზუალური დათვალიერებით აკრიტიკებენ განხორციელებულ სამუშაოებს, მათ მეთოდოლოგიას და ამას აკეთებენ ისე, რომ არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნიათ", — ნათქვამია განცხადებაში.
- უწყება "არაკომპეტენტურ თეორეტიკოსებს" ადანაშაულებს იმაში, რომ სამონასტრო კომპლექსში გადარჩენით სამუშაოებს ვეღარ ახორციელებს.
ჩუბინაშვილის ცენტრი: პასუხად ამბობს, რომ სამინისტროს წერილის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის პრობლემებისაგან დიდად დაცილებულ თემებს ეხება და ასეთ საკითხებზე უნაყოფო პოლემიკა მათ მიზანს არ წარმოადგენს.
- მათივე თქმით, მიუღებელია მცდელობა, უმნიშვნელოვანესი ძეგლის პრობლემებზე საქმიანი კრიტიკული მსჯელობა გადატანილ იქნას სრულიად გაუგებარ ჭრილში.
- ცენტრი სამინისტროს ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ.
- განმარტავენ, რომ გულდასაწყვეტია, როცა სამინისტრო მკვლევრებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფად მოიხსენიებს და აცხადებენ იმასაც, რომ ასეთი მუქარანარევი მიდგომა ხელს არ შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჯანსაღი, კრიტიკული აზრის დამკვიდრებას.
- მათივე განმარტებით, სამინისტროს წერილის შედეგად საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს შეექმნათ მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები პოლიტიკური მოტივებით ესხმიან თავს ხელისუფლებას.
- "დასკვნა შეიცავს სრულიად კონკრეტულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ კონიუნქტურას", — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ცენტრი აღნიშნავს, რომ მათ 2020 წლის ოფიციალურ წერილში, რომელიც სამინისტროს გაუგზავნეს, შეშფოთება გამოთქვეს გელათში შექმნილი ვითარების გამო და კონკრეტული წინადადებებით მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
- "გამოვთქვამთ იმედს, რომ სამინისტროს მიერ გამოხატული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის მიმართ უფრო უშუალო გაღიზიანებული ემოციაა, ვიდრე რაციონალური განსჯის შედეგი", — აცხადებენ ისინი.
საპატრიარქო მალევე გამოეხმაურა კულტურის სამინისტროს და აღნიშნა, რომ დასკვნა შესრულებულია მათი უშუალო თხოვნის საფუძველზე, პოლიტიკას ადგილი არ აქვს და ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებით.
- "მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული", — ნათქვამია განცხადებაში.
- ასევე წერენ, რომ კულტურის სამინისტროს ნათქვამი, თითქოს დასკვნა პრივატულადაა შესრულებული და არ აქვს ლეგიტიმაცია, ტყუილია.
- საპატრიარქოში ამბობენ იმასაც, რომ დასკვნის მიღება სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა მოხდა და მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი.
- მათივე თქმით, ისინი ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს აფასებენ და პატივისცემას უდასტურებენ.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები