სემ სმიტი

29 Jan. 2023, 15:15

ჩემი [სადებიუტო] ალბომი In the Lonely Hour იმის შესახებ იყო, თუ როგორ შემიყვარდა ჰეტეროსექსუალი კაცი, თუმცა, არაფერი მომხდარა, არც კი გვიკოცნია. მასზე ჭკუას ვკარგავდი და ეს ჩემთვის სკოლაში სიყვარულის პირველი გამოცდილება იყო. ჰეტეროსექსუალი ბიჭები მიყვარდებოდნენ და მხოლოდ ჩემს გონებაში თუ წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა, მათთან ერთად რომ ვყოფილიყავი. მგონი, ეს ბევრი ქვიარ ადამიანისთვის ნაცნობი სიტუაციაა. და თუ ამის გათვალისწინებით მოუსმენთ ჩემს პირველ ალბომს, მიხვდებით, რომ ის ქვიარ პერსპექტივიდანაა დაწერილი. ამასთან, ეს ალბომი მოწმობს, რომ მართალია, ჩემი მუსიკა ქვიარ პერსპექტივიდანაა, თუმცა, ის ყველასთვისაა. ყველას განუცდია ეს გრძნობები. ქვიარი რომც არ იყო, სკოლაში უპასუხო სიყვარული მაინც ყველას გამოუცდია და მსგავსი სიტუაციაც ყველას ჰქონია ცხოვრებაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: უპასუხე 10 კითხვას საქართველოს გეოგრაფიაზე
  2. ნახეთ "მარტოობის ასი წლის" მიხედვით გადაღებული სერიალის პირველი ტრეილერი
  3. ქვიზი: რომელი ქართული ჯგუფი ხარ?
  4. "არც ლამაზია და არც მსახიობობა გამოსდის" — სიდნი სვინიმ კრიტიკას უპასუხა
  5. ქვიზი: როგორ იცნობ რუსული კანონის საპროტესტო პლაკატებს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ