თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა — 2022 წლის შეჯამება
ფოტო: თიბისი
13 კურსი, 100-ზე მეტი ტრენინგი, 13 430 რეგისტრაცია და 5000-ზე მეტი დასწრება – 2022 წელი თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამისთვის გამორჩეული იყო. რიცხვების გარდა, პროგრამის წარმატებაზე დამსწრეთა შეფასებებიც მეტყველებს — ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა კომპანიის უკეთესად მართვაში ეხმარებათ.
უკვე ათ წელზე მეტია, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად და სტარტაპ ეკოსისტემის გასაძლიერებლად მასშტაბურ განათლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მოიცავს კურსებსა და ტრენინგებს ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, საგადასახადო საკითხების და სხვა დარგების შესახებ, შეხვედრებს კი სფეროს პროფესიონალები უძღვებიან.
"განათლება თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და პარტნიორებთან ერთად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, უწყვეტად ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კურსსა თუ ტრენინგს როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველისთვის", — აღნიშნავს დეა გეგელია, თიბისი ბიზნესის მარკეტერი.
პროგრამის ფარგლებში, ბიზნესის მართვის შესახებ სიღრმისეული ცოდნის მისაღებად, რამდენიმე სესიისგან შემდგარი კურსები იმართება, როგორებიცაა ფინანსები მენეჯერებისთვის, ექსპორტის მართვის საფუძვლები, სასტუმროს მენეჯმენტი, სტარტაპ კურსი და სხვა. ამასთან, რეგულარულად ეწყობა ტრენინგები, სადაც დამსწრეები მოკლე დროში, ერთ შეხვედრაზე განიხილავენ ამა თუ იმ დარგის კონკრეტულ ასპექტებს. კურსებისა და ტრენინგების შინაარსი კი მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი ბიზნესის საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული.
"ჩვენ კარგად ვიცნობთ ბაზარს, ვიცით, რა ტიპის ბიზნესები ოპერირებს, რა სფეროებია დომინანტური, ამასთან, მუდმივად ვიკვლევთ, რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს, ვაკვირდებით საერთაშორისო ტრენდებს და სწორედ ასე ვაწვდით ლოკალურ ბიზნესებს მათთვის საჭირო ინფორმაციას", — ამბობს დეა გეგელია.
2022 წელს პროგრამა ჰიბრიდულად მიმდინარეობდა, სესიების ნაწილი ფიზიკურად ჩატარდა, ნაწილი კი — ონლაინ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები ქუთაისის ტრენინგ ცენტრშიც გაიმართა, სადაც ადგილობრივი ბიზნესის 130-მდე წარმომადგენელი დაესწრო დავით პაპიაშვილისა და შოთა ჩინჩალაძის ტრენინგებს საგადასახადო საკითხების და ბრენდინგის შესახებ. კურსებისა და ტრენინგების გარდა, გასულ წელს გაიმართა მაკროეკონომიკური მიმოხილვის ვებინარიც, რომელსაც ოთარ ნადარაია უძღვებოდა.
პროექტის ჰიბრიდული ფორმატი წელსაც შენარჩუნდება, რადგან ასეთი შეხვედრები საშუალებას აძლევს დამსწრეებს, დასვან შეკითხვები, ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებასა და შემთხვევებზე, გაიცნონ ერთმანეთი და ლექციებს მიღმაც შეინარჩუნონ მჭიდრო კავშირები. საბოლოოდ, ეს ხელს უწყობს ბიზნეს კომუნის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას, რაც თიბისის მისიის ნაწილია.
"ჩვენ ვიღებთ არაჩვეულებრივ უკუკავშირს ლექტორებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც კურსებსა და ტრენინგებს ესწრებიან და ვხედავთ რეალურ შედეგებს — ბიზნესის მფლობელები თუ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები წინ მიიწევენ და ამაში ჩვენი წვლილიცაა. ბიზნესის განათლება თიბისის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიული ინიციატივის ნაწილია, ამიტომ მომდევნო წლებშიც აქტიურად ვიქნებით ამ სფეროს მხარდამჭერი", — ამბობს დეა გეგელია.
პროექტის მონაწილეების უკუკავშირი კი მართლაც შთამბეჭდავია. კვლევა, რომელიც ყოველი წლის ბოლოს ბიზნეს განათლების პროგრამის შედეგებს აჯამებს, ცხადყოფს, რომ ჯამურად ტრენინგებით კმაყოფილება ძალიან მაღალია (9.6 ქულა 10 ქულიდან), რასაც ტრენერების პროფესიონალიზმი, ტრენინგზე განხილული საკითხების აქტუალობა, ტრენერების ჯგუფის წევრებთან კარგი ურთიერთობა და ტრენინგების კარგი ორგანიზება განაპირობებს.
რაც მთავარია, დამსწრეები აღნიშნავენ, რომ ბიზნეს განათლების კურსები და ტრენინგები პიროვნულ განვითარებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების უკეთესად დაგეგმვაში ეხმარებათ, მიღებულ ცოდნას კი სხვებსაც უზიარებენ.
"შეხვედრაზე ასზე მეტი დამსწრე იყო, ეს კი არ ნიშნავს, რომ ასი ადამიანი ესწრება და ასი ისმენს, არამედ, დაახლოებით, სამასი და უფრო მეტიც იმიტომ, რომ ჩვენ იმათაც ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვინც არ ესწრება, ან საერთოდ არ იცის, რომ ეს ტრენინგი არსებობს. ერთი კვალიფიციური ფინანსისტი თავის ირგვლივ დაახლოებით 5-10 შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის ფინანსისტს ეხმარება და ძალიან მინდა რომ ეს გაგრძელდეს".
ბიზნეს განათლების პროგრამა გრძელდება და ამჟამად თიბისი 11 განსხვავებულ ტრენინგს გთავაზობთ. მენეჯმენტის, ფინანსების, გადასახადების, მარკეტინგისა და სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრებს გამართავენ ანდრო დგებუაძე, პავლე გაბრიჭიძე, მარიამ ქოიავა, ქეთი ალიმბარაშვილი, დავით პაპიაშვილი, შალვა ახრახაძე, გელა მღებრიშვილი, ლია ნადიბაიძე, გიორგი სიმონგულაშვილი და ლაშა მდივანი. ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს და გახდით ბიზნეს განათლების პროგრამის ნაწილი.
-
22 ივნისს, 11:00 საათზე, დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად, “თეთრხალათიანების სოლიდარობის აქცია” გაიმართება 22 ივნისს, 11:00 საათზე, დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად, “თეთრხალათიანების სოლიდარობის აქცია” გაიმართება
გადახედვა
-
დიდუბეში სატვირთო მანქანის მძღოლს დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა და დაიღუპა დიდუბეში სატვირთო მანქანის მძღოლს დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა და დაიღუპა
გადახედვა
-
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ
გადახედვა
-
გრიპის ახალი ვაქცინა "გზაშია" — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა გრიპის ახალი ვაქცინა "გზაშია" — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს
გადახედვა
-
სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია? ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?
-
ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო" ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო"
გადახედვა
-
ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა
გადახედვა
-
რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა? რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა?
გადახედვა
-
მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი
გადახედვა
-
გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს
გადახედვა
-
"ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს "ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
კომენტარები