დევოლუცია: ვიცნობთ თუ არა უკუევოლუციის მაგალითებს
ევოლუციამ განსაცვიფრებლად რთული ორგანიზმები და ორგანოები წარმოშვა: რვაფეხას მკლავებიდან ძუძუმწოვრების ყურებამდე. თუმცა, შეიძლება თუ არა ევოლუცია ოდესმე წავიდეს "უკან". ანუ, შეიძლება რთული არსებები, უკან, მარტივ ფორმებს დაუბრუნდნენ?
ეგრეთ წოდებულ რეგრესულ ევოლუციაში, ორგანიზმმა შეიძლება დაკარგოს რთული თვისებები და, შესაბამისად, ევოლუცია "უკან" უფრო მარტივ ფორმებამდე დაბრუნდეს. თუმცა, ევოლუცია ამას საფეხურების უკან გადადგმით ნამდვილად არ შვრება.
შემდეგი პოდკასტი: ევოლუცია — სიცოცხლის გვერდითი ეფექტი
"შანსები, რომ ერთი და იგივე ხაზი (ევოლუციური ცვლილებები) იგივე გზით უკან დაბრუნდება, ფაქტიურად წარმოუდგენელია", — განუცხადა Live Science-ს უილიამ რ. ჯეფერიმ, მერილენდის უნივერსიტეტის ბიოლოგმა.
კომპლექსურობის დაკარგვა
"რეგრესიული ევოლუცია გულისხმობს კომპლექსური მახასიათებლების დაკარგვას. ამის მაგალითია მიქსოზოები, პარაზიტები ძალიან მარტივი ანატომიით — პირის ღრუს, ნერვული სისტემის და ნაწლავის გარეშე", — განუცხადა Live Science-ს ლონდონის ისტორიის მუზეუმის მეცნიერმა, ბეთ ოკამურამ.
ეს არსებები დიდი ხნის განმავლობაში კლასიფიცირებული იყვნენ ერთუჯრედიანებად. საბოლოოდ, გამოვლინდა, რომ ისინი რეგრესული ორგანიზმები იყვნენ. ეს ორგანიზმები ჩამოყალიბდნენ კნიდარიანებიდან, ჯგუფიდან, რომელიც მოიცავს მედუზებს. შესაბამისად, დროსთან ერთად მათ დაკარგეს მრავალი თვისება, რომელიც აღარ არის საჭირო პარაზიტული ცხოვრებისთვის. ამრიგად, მიქსოზოები დაუბრუნდნენ ევოლუციის წინა სტადიას.
თუმცა, ევოლუციური პროცესი უკან ზუსტად იგივე ნაბიჯებით არ მიდის. საინტერესოა, რომ გამოქვაბულში მცხოვრები არსებები ასევე ხშირად განიცდიან რეგრესულ ევოლუციას, კარგავენ რთულ მახასიათებლებს, როგორიცაა თვალები. მათ ბნელ გარემოში თვალები უბრალოდ არ სჭირდებათ.
მიუხედავად ამისა, გამოქვაბულის თევზებში თვალის დაკარგვა არ ნიშნავს ზუსტ დაბრუნებას პირველყოფილ ფორმებად. პროცესები, რომლებიც ადრე წარმოქმნიდა თვალს, ნაწილობრივ ნარჩუნდება და ტოვებს ვესტიგიალურ თვალს კანით.
"ეს შეიძლება გამოიყურებოდეს ისე, რომ ისინი საპირისპირო მიმართულებით მიდიან", — თქვა ჯეფერიმ. "მაგრამ თვალი უკან არ წასულა. უბრალოდ წინსვლა შეწყვიტა. ადამიანებისთვის ძალიან ადვილია ევოლუციაზე ფიქრი იმის მიხედვით, თუ რას ვხედავთ, რა არის მორფოლოგიური მახასიათებლები. თუმცა, არის ასევე ბევრი სხვა მახასიათებელი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ დონეზე."
"ნაწილობრივ, რის გამოც ევოლუცია უკან ნაბიჯ-ნაბიჯ არ იხევს, არის ის, რომ ადაპტაცია იწვევს ახალ ცვლილებებს. ეს ართულებს კონკრეტული ცვლილებების ზუსტად უკან დაბრუნებას", — განუცხადა Live Science-ს ბრაიან გოლდინგმა.
ხშირად შეცდომაში შედიან, როდესაც მიაჩნიათ, რომ ევოლუციას აქვს მიზანი ორგანიზმი გახადოს უფრო კომპლექსური. თუმცა, ის ძირითადად უპირატესობას ანიჭებს იმ მახასიათებლებს, რომლებიც ორგანიზმს უფრო მორგებულს ხდის კონკრეტულ გარემოსთან.
ამ გზით, რეგრესული ევოლუციაც ჩვეულებრივი ევოლუცია. ის გარემოს მიმართ რეაგირებს. კომპლექსურობის დაკარგვამ შესაძლოა პარაზიტი ან გამოქვაბულის ბინადარი უკეთ მოარგოს ახალ გარემოს, მაგრამ ეს ზუსტად იგივე გზით უკან დაბრუნებას არ ნიშნავს.
კომენტარები