კახა კალაძე

18 Jan. 2023, 12:28

პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი რაც მოხდა. მე მინდა განმარტებები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, რადგან იყო მცდელობა, იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის გავრცელებას, იქ საუბარი იყო მერიის დადანაშაულებაზე, საუბარი იყო ჩვენი სამსახურების დადანაშაულებაზე. შეიძლება ბევრმა არ იცის რეალობა, შეიძლება ბევრი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება მაშინვე ხდება სპეკულაციები და პოლიტიკით გაჯერება კონკრეტული სამწუხარო შემთხვევების.

არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება — ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ. კერძოდ, ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. მეგობრებო სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, მისი რეაბილიტაცია-განახლება. თუმცა, ჩვენ გვესმის, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები ამ მიმართულებით, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შევუწყოთ ხელი...

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიმართულებით გარკვეული პროგრამები, რომლებიც გამოხატავს მხარდაჭერას, თანადგომას იმისთვის, რომ თქვენ საცხოვრებელ კორპუსებში, ჩვენი თანადგომით და ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში თუ სადარბაზოში მცხოვრები ადამიანები, თქვენი ამხანაგობის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით. 

თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, 40 მილიონამდე ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში, გამგეობები ამხანაგობების სხვადასხვა საჭიროებას აფინანსებენ. როდესაც ამხანაგობას ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება, გამგეობა შესაბამისი თანმიმდევრობით, ბიუჯეტით დადგენილი ზედა ზღვრის ფარგლებში, ფინანსურ დახმარებას უწევს ამხანაგობას, რათა მოხდეს ლიფტის რეაბილიტაცია. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის ზემოხსენებული დადგენილების შესაბამისად, ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე — ამხანაგობა, ანუ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში, გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი. ამ პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში, ასეულობით ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ.

თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა: ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა და გამოვლინდეს, აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი; დაარეგისტრიროთ თქვენი ლიფტი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში; თუ ლიფტს სჭირდება შეკეთება, მიმართეთ გამგეობას და ის შესაძლებლობების ფარგლებში, შესაბამისი თანმიმდევრობით, უზრუნველყოფს ამხანაგობების ფინანსურ მხარდაჭერას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნიკოლოზ მჟავანაძე: "თქვენი გულის გასახეთქად, მალე ელოდეთ პირდაპირ ეთერებს კრემლიდან"33790 ნახვა
  2. "ოცნების" წარმომადგენლები იმ პირების გვარების დასახელებას ითხოვენ, რომლებიც "ევროკავშირში რეკავდნენ იმის გასარკვევად, სანქციების სიიდან როგორ ამოეშალათ თავი"9601 ნახვა
  3. ჯო უილსონი: "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო"9087 ნახვა
  4. ჯო უილსონი: პუტინისთვის ის დრო დასრულდა, როდესაც თავხედურ მოთხოვნებს აყენებდა და ამავდროულად მსხვერპლის როლს თამაშობდა8008 ნახვა
  5. DRI: რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან 27 პირი დაიღუპა და 15 უგზო-უკვლოდაა დაკარგული6866 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის 3 ლიდერის პროცესები გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~