გალტ & თაგარტი 2023 წლის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ კვლევას აქვეყნებს
ფოტო: გალტ & თაგარტი
საინვესტიციო ბანკმა გალტ & თაგარტმა 2023 წლის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევა ეფუძნება მსოფლიოში წამყვანი 10-ზე მეტი საინვესტიციო ბანკის მოლოდინებს შემდეგ წელთან დაკავშირებით. ანგარიში მიმოიხილავს ოთხ ძირითად თემას: 2022 წლის შეჯამებას, 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკის შესაძლო განვითარების სცენარებს და მოლოდინებს აქციებისა და ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე.
საბაზისო მოლოდინის მიხედვით, S&P 500-ს ინდექსი 2023 წლის განმავლობაში 6%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ზრდამ შესაძლოა 18%-საც კი მიაღწიოს. ფაქტიური შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტემპით შემცირდება გლობალური ინფლაცია, რაზეც მოქმედებს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოწვევები, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი და ჩინეთის ეკონომიკის ჩაკეტვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოპტიმისტური მოლოდინებია სავალო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე, რადგან ამ აქტივის კლასში შემავალი ინსტრუმენტების შემოსავლიანობა ისტორიულად მაღალ დონეზეა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ უპრეცედენტოდ სწრაფად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2023 წელი გამორჩეული იქნება ბაზრების მნიშვნელოვანი მერყეობით. შესაბამისად, ინვესტიციების პასიური მართვის მეთოდი, რომელსაც ხშირად მიმართავენ ინვესტორები, ნაკლებად ეფექტური იქნება ასეთ გარემოში. ამ მოლოდინის გათვალისწინებით, ინვესტორებმა თვალი უნდა ადევნონ მიმდინარე მოვლენებს და შესაბამისად მოახდინონ რეაგირება თავიანთ საინვესტიციო პორტფელებთან მიმართებით.
"2022 წელი გამორჩეული იყო მთელი რიგი გლობალური გამოწვევებით, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი და გლობალური ინფლაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟებზე ინვესტირებისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ეფუძნება როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე მომავალ წელთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს. სწორედ ამ მიზნით, აღნიშნულ კვლევაში ჩვენ შევაჯამეთ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკების მოლოდინები 2023 წელთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ქართველი ინვესტორები გაეცნობიან თუ რა რისკები და შესაძლებლობები არსებობს ინვესტირებასთან დაკავშირებით შემდეგ წელს და რა ინსტრუმენტებში ინვესტირებაა შედარებით მიმზიდველი. აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი მომავალშიც შესთავაზებს ქართველ ინვესტორებს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებულ პერიოდულ ანალიტიკას", – განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.
კვლევის სრული ვერსიის გასაცნობად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
გალტ & თაგარტის შესახებ:
გალტ & თაგარტი საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები