ისტორიული ვიზიტის ისტორიული კადრები
მოულოდნელად, ისე, რომ ავტორიტეტულმა გამოცემებმაც კი მხოლოდ წინა საღამოს გაიგეს, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი დაგეგმა. 10-თვიანი ომის პირობებში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა.
უცნობია რა მარშრუტით, მაგრამ რუსების ნომერ პირველ სამიზნედ და თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული პრეზიდენტი თავისუფალი სამყაროს ლიდერთან შესახვედრად ჩავიდა.
ვიზიტი ყოველმხრივ ისტორიული იყო — ეს 2 სტრატეგიული პარტნიორის განცხადებებშიც იგრძნობოდა და კონგრესისადმი მიმართვაშიც.
ჩვენ უკვე გიამბეთ, რაზე ილაპარაკა პრეზიდენტმა აშშ-ში ყოფნისას, ახლა კი ამ დღეზე რამდენიმე კადრით გიამბობთ.
ზელენსკი ვაშინგტონში სამხედრო ბაზაზე ჩაფრინდა
მას ოფიციალური პირები და აშშ-ში უკრაინის ელჩი დახვდნენ
უკრაინის პრეზიდენტი აეროპორტიდან თეთრ სახლში წავიდა
სადაც ჯო და ჯილ ბაიდენებს შეხვდა
თეთრ სახლში ისინი მედიასთან საუბრის გარეშე შევიდნენ
პრეზიდენტები თეთრი სახლის ჰოლში
ჯო და ჯილ ბაიდენებმა ზელენსკის უმასპინძლეს
შეხვედრის ღია ნაწილი მედიის თანდასწრებით გაიმართა — ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინელი სამხედროსგან გაგზავნილი საჩუქარი გადასცა
ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
დახურული ნაწილი ოვალურ კაბინეტში გაიმართა, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ადმინისტრაციის უფროსიც ესწრებოდა
2-საათიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა საერთო პრესკონფერენცია გამართეს
უკრაინის პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვეს, მათ შორის, რა მესიჯი აქვს ამერიკელი ხალხისა და პუტინისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდაჭერის მნიშვნელობასა და უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემაზე ისაუბრა
პრეზიდენტებმა რამდენჯერმე იხუმრეს
პრესკონფერენცია თითქმის 40 წუთი გაგრძელდა
კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტს კონგრესში რამდენიმეწუთიანი უწყვეტი ტაშითა და ოვაციებით დახვდნენ
ზელენსკის ემოციური სიტყვა ჰქონდა, რომელიც ტაშით არაერთხელ გააწყვეტინეს
სიტყვის დასასრულს უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესს გადასცა ბახმუტიდან მებრძოლების გაგზავნილი უკრაინის დროშა
კაპიტოლიუმში აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი და პალატის სპიკერი ზელენსკის ესაუბრებიან
ამით ზელენსკის ვიზიტი, ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რაც ოფიციალურად იყო ცნობილი, დასრულდა — აშშ-დან გამგზავრების კადრს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯერ არ გაასაჯაროებენ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებული პრეზიდენტის ფოტოს გამოქვეყნებისთანავე დავამატებთ.
კომენტარები