მერია კომპანიასთან, რომელიც მეტრო გოცირიძის რეაბილიტაციას ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს — დეტალები
ფოტო: პირველი არხი
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მეტროსადგური 2021 წლის თებერვალში დაიკეტა. მერიაში ამბობდნენ, რომ მეტრო მგზავრებს 3 თვე ვერ მოემსახურებოდა.
- 2021 წლის დეკემბერში კი კალაძემ თქვა, რომ რეაბილიტაცია 7 თვეში დასრულდებოდა. 2022 წლის თებერვალში მერიაში აცხადებდნენ, რომ მეტრო მგზავრებს მაისიდან მოემსახურებოდა.
- უკვე 9 მაისს მერიაში თქვეს, რომ მეტროსადგურის გახსნა, შესაძლოა, კიდევ ერთი თვით გადადებულიყო, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებდნენ.
- 3 აგვისტოს თბილისის მერმა აღნიშნა, რომ უკვე ეშინია, თქვას დრო, თუ როდის დამთავრდება.
- პირველ ნოემბერს კი განაცხადა, რომ მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია დასრულდა.
კალაძის თქმით, მერია კომპანია მამისონთან ხელშეკრულებას შეწყვეტს და მეტროსადგურ გოცირიძის ექსპლუატაციაში მისაღებ პროცედურებს თავად განახორციელებს. ამის მიზეზად მან კომპანიის უპასუხისმგებლობა დაასახელა.
- ასევე, ამბობს, რომ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ დასრულებულია, თუ "რამდენიმე დეფექტს არ ჩავთვლით".
- "მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია მამისონმა არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია და ჯერჯერობით შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა", — თქვა კალაძემ.
დეტალები: მერმა კომპანია მამისონს "ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლო" უწოდა, თქვა, რომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას საჭიროდ არ თვლიან და არც დეფექტების გამოსწორების იმედი აქვთ.
- მან ვიცე-მერსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა დაავალა და უთხრა, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მამისონი ვერცერთ სატენდერო პროცედურაში ვეღარ მოხვდეს.
- "გადადგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ ეს კომპანია გაშავდეს", — თქვა მან.
- კალაძის თქმით, თანხას, რომელიც მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მისაღებად დაიხარჯება, დედაქალაქის მერია კომპანია მამისონს სასამართლოს გზით მოსთხოვს.
არქივიდან: სადგურის დაზიანების შესახებ დასკვნა 4 წელზე მეტია არსებობს. ექსპერტიზის დასკვნით, მეტროსადგურს არაერთი დაზიანება ჰქონდა.
- თუმცა, სატრანსპორტო კომპანიაში 2019 წელს აცხადებდნენ, რომ მეტროთი მგზავრობა "იმდენად უსაფრთხოა", რომ გამაგრებით სამუშაოებს არ გეგმავდნენ.
- სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების შემდეგ მერიამ ტენდერი არაერთხელ გამოაცხადა — მათგან რამდენიმე არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.
- ერთ შემთხვევაში კი მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარია.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები