ირმის ნახტომის თანამგზავრი გალაქტიკების საიდუმლო 50 წლის შემდეგ ამოიხსნა
ასტრონომები ამტკიცებენ, რომ გადაჭრეს დიდი ხნის საიდუმლო იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა სამყარო. კერძოდ, ეს საიდუმლო ეხება სუსტი თანამგზავრი გალაქტიკების სივრცით განაწილებას ირმის ნახტომის ირგვლივ. ამ თანამგზავრი გალაქტიკების უცნაური განლაგება, რომელიც ზოგჯერ ცნობილია როგორც თანამგზავრების სიბრტყე, წარმოაჩენს მათ ისე, თითქოს, მოძრაობს უზარმაზარ, ვიწრო და მბრუნავ სიბრტყეზე.
დურჰამისა და ჰელსინკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა, თანამგზავრების სიბრტყე არის კოსმოსური ანომალია, რომელიც დროთა განმავლობაში დაიშლება თანავარსკვლავედების მსგავსად.
როგორც გამოცემაშია ნათქვამი, ამ თანამგზავრ გალაქტიკებს აქვს უჩვეულო განლაგება, რომელშიც ისინი მოძრაობს, თითქოს, უზარმაზარ, თხელ მბრუნავ სიბრტყეზე, რომელიც ცნობილია როგორც თანამგზავრების სიბრტყე. არ არსებობს ცნობილი ფიზიკური მექანიზმი, რომელსაც შეუძლია თანამგზავრების სიბრტყედ გადაქცევა. ამის ნაცვლად, მოსალოდნელი იყო, რომ თანამგზავრი გალაქტიკები დაჯგუფებულიყო, თითქმის, წრიულად, ბნელი მატერიის კვალდაკვალ.
50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ასტრონომები დაბნეულნი იყვნენ ამ, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი განლაგებით, რამაც ბევრს ეჭვის ქვეშ დააყენებინა ძირითადი კოსმოლოგიური მოდელის მართებულობა, რომელიც მიზნად ისახავს, ახსნას, როგორ გახდა სამყარო ისეთი, როგორიც დღეს არის.
მათი ნამუშევარი წყვეტს პრობლემას, რომელსაც თანამგზავრების სიბრტყე წარმოადგენს კოსმოლოგიური სტანდარტული მოდელისთვის. ეს თეორია განმარტავს, თუ როგორ განვითარდა გალაქტიკები თანდათანობით ცივი, ბნელი მატერიის გროვაში, იდუმალ ნივთიერებაში, რომელიც სამყაროს, დაახლოებით, 27%-ს შეადგენს.
1970-იანი წლებიდან, როდესაც პირველად აღმოაჩინეს თანამგზავრების სიბრტყე, ასტრონომებს ჰქონდათ მრავალი წარუმატებელი მცდელობა, რათა დაედგინათ შედარებადი სტრუქტურები სუპერკომპიუტერის ზუსტ მოდელებში, რომლებიც ასახავს სამყაროს განვითარებას დიდი აფეთქებიდან დღემდე.
ასევე იხილეთ: ნახეთ: სუპერკომპიუტერის ახალი სიმულაცია სამყაროს ევოლუციას გვიჩვენებს
ამ უახლეს კვლევაში ასტრონომებმა გამოიყენეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ მართული GAIA-ს კოსმოსური ობსერვატორიის ახალი მონაცემები, კერძოდ, GAIA-ს მიერ შექმნილი ირმის ნახტომის ექვს-განზომილებიანი რუკა, რომელიც ასევე გვაწვდის ინფორმაციას ჩვენს გალაქტიკაში არსებული, დაახლოებით, მილიარდი ვარსკვლავის ზუსტ ადგილმდებარეობასა და სიჩქარეზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებს შეეძლოთ, გაეკეთებინათ პროგნოზი თანამგზავრი გალაქტიკების მომავალი და წინა ორბიტების შესახებ და დაჰკვირვებოდნენ, როგორ ჩამოყალიბდა და დაიშალა სიბრტყე რამდენიმე ასეულ მილიონ წელიწადში.
"ირმის ნახტომის თანამგზავრი გალაქტიკების უცნაური განლაგება ცაზე ასტრონომებს ათწლეულების მანძილზე აწუხებდა, იმდენად, რომ ითვლებოდა, რომ იგი დიდ გამოწვევას უქმნიდა საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებებს კოსმოლოგიაზე", — თქვა კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა კარლოს ფრენკმა, ოგდენის ფუნდამენტური ფიზიკის პროფესორმა გამოთვლითი კოსმოლოგიის ინსტიტუტში, დურჰამის უნივერსიტეტში. "მაგრამ GAIA-ს თანამგზავრის საოცარი მონაცემებისა და ფიზიკის კანონების წყალობით, ახლა ვიცით, რომ სიბრტყე არის მხოლოდ შემთხვევითი განლაგება, სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნის საკითხი, ისევე როგორც ცაში თანავარსკვლავედები."
მკვლევრების თქმით, მილიარდ წელიწადში ეს სიბრტყეც თანავარსკვლავედების მსგავსად დაიშლება.
კომენტარები