ნახეთ: სუპერკომპიუტერის ახალი სიმულაცია სამყაროს ევოლუციას გვიჩვენებს
მკვლევართა მტკიცებით, ეს არის სამყაროს ევოლუციის ყველაზე სრულყოფილი, დეტალური და ზუსტი რეპროდუქცია, რომელიც შექმნილა.
სუპერკომპიუტერის ახალ სიმულაციაში შეგვიძლია, ვნახოთ, როგორ გარდაიქმნება ახალშობილი სამყარო უფუნქციო ლანდშაფტიდან კომპლექსურ ქსელად.
სიმულაციის ანიმაცია გვიჩვენებს, რომ ჩვენი სამყარო იცვლება გლუვი, ცივი გაზის ღრუბლიდან გალაქტიკებსა და ვარსკვლავებამდე, რომლებსაც დღეს ვხედავთ. მკვლევართა მტკიცებით, ეს არის სამყაროს ევოლუციის ყველაზე სრულყოფილი, დეტალური და ზუსტი რეპროდუქცია, რომელიც შექმნილა.
ეს ვირტუალური ჭუჭრუტანა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, კოსმოსის წარსულს დავაკვირდეთ, ეკუთვნის კოსმოსური განთიადის პროექტს (Cosmic Dawn Project), რომელიც მიჰყვება სამყაროს ისტორიას "კოსმოსური ბნელი ხანებიდან" (დიდი აფეთქებიდან, დაახლოებით, 10 მილიონი წლის შემდეგ). ასტრონომი პოლ შაპიროს თქმით, ცხელი აირი, რომელიც დროის დასაწყისში წარმოიქმნა (დაახლოებით, 13,8 მილიარდი წლის წინ), გაცივდა და გადაიქცა სინათლეს მოკლებულ უფუნქციო ღრუბლად.
დაახლოებით, 100 მილიონი წლის შემდეგ, დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილი გაზების პაწაწინა ჭავლებმა გამოიწვია გაზების ერთად შეჯგუფება. ამან წარმოშვა "ძაფები", რომლებმაც შექმნა მატერიის ქსელი, სადაც დაიბადა გალაქტიკები და ვარსკვლავები.
როდესაც ადრეული გალაქტიკებიდან წამოსულმა რადიაციამ სამყარო გაანათა, მან ერთ დროს ცივ გაზის ღრუბლებში არსებული ატომებიდან ამოიღო ელექტრონები იმ პერიოდში, რომელსაც რეიონიზაციის ეპოქა ეწოდება და რომელიც გაგრძელდა დიდი აფეთქებიდან, დაახლოებით, 700 მილიონი წლის შემდეგ.
მკვლევრების მტკიცებით, CoDaIII არის პირველი სიმულაცია, რომელიც სრულად ასახავს სამყაროში რადიაციისა და მატერიის ნაკადს შორის რთულ ურთიერთქმედებას. ის მოიცავს დროს კოსმოსური ბნელი ხანებიდან და მომდევნო რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში.
შაპიროს თქმით, სიმულაციის ანიმაცია გრაფიკულად აჩვენებს, თუ როგორ აღიბეჭდა ადრეული სამყაროს სტრუქტურა "დღევანდელ გალაქტიკებზე, რომლებსაც ახსოვს თავიანთი ახალგაზრდობა, ან დაბადება ან წინაპრები რეიონიზაციის ეპოქიდან".
კომენტარები