მეუფე ნიკოლოზი

20 Dec. 2022, 16:07

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი, ძირითადად, ამ ბოლო დროს, არ ეხება საერთოდ ამქვეყნიურ ამბებს. ეხება, ძირითადად, სულიერ საკითხებს. იმიტომ, რომ მე ამას წინათაც გამოვაცხადე და ახლაც მინდა, ვთქვა, მე ჩემს პირად სურვილს ხმამაღლა ვამბობ. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილმა] აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც და მთლიანად წავუსვი ზეთი მთელს სხეულზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი ადამიანს კურნავს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მარტო ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და აუცილებლად უნდა იმკურნალოს. [...]

მთელი ამ საიდუმლოების დროს იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული და რა უნდა გითხრათ... ვერაფერს გეტყვით, იწვა... [...] გამხდარი არის ძალიან. უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…