გიორგი ვაშაძე

14 Dec. 2022, 22:14

სიტუაცია არის უმძიმესი. დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ, სამწუხაროდ, საქართველო არ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. 

ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ აგვარიდოს ევროპულ ინტეგრაციას. პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ ნათქვამია, მკაფიოდ პერსონალური სანქციების შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და მის გარემოცვასთან მიმართებაში. 

პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ და ცალსახად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე, ნიკა გვარამიასთან მიმართებაში.

და მე მინდა, მივმართო მას: აი, პასუხი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა, არის ეს წამების ამსახველი ვიდეო და ეს ვიდეო არის დამონტაჟებული. ეს ვიდეო მოიცავს სხვადასხვა პერიოდს წლის მანძილზე და პირდაპირ ასახავს, რა მდგომარეობაშია, ერთი მხრივ სააკაშვილი და როგორ უნდათ, ერთი ლუკმის ჭამის ფაქტი აქციონ, არ ვიცი, ატრიალებენ. ტელეკომპანია იმედი სამარცხვინოა უბრალოდ. ატრიალებენ ამას.

ამიტომ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს, თქვენ სრულიად ევროკავშირმა მოგმართათ და დაგაკისრათ პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი გადადგათ. ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს მკაფიო პოზიცია თქვენი მხრიდან.

ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. დღეს პენიტენციურმა სააკაშვილმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომლებიც დამონტაჟებულია და არ აქვს ხმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რომან დარსალია აფხაზეთის დე ფაქტო სუს-მა "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო დააკავა.…