ინტოქსიკაცია პროპაგანდით
ფოტო: ამერიკის ხმა / Ales Kruglyakov
„ამ ადამიანებს რეალურად სჯერათ ღმერთი პუტინის, ლოცულობენ კრემლზე და მზად არიან გააკეთონ ყველაფერი რუსული იმპერიისთვის, სწორედ, რომ რუსული იმპერიისთვის,“– ასეთ სიტყვებს რუსული პროპაგანდისტების შესახებ ამბობს ამერიკის ხმასთან საუბრისას ფრანაკ ვიაჩორკა, ჟურნალისტი და დისიდენტი, რომელიც მინსკში რადიო თავისუფლებისთვის მუშაობს.
ის ოთხჯერ დააპატიმრა ბელორუსის მთავრობამ უსიამოვნო ინფორმაციის გავრცელებისთვის. ამჟამად სანახევროდ ვაშინგტონში ცხოვრობს, თუმცა არ აპირებს შეგუებას დიქტატურასთან. ამერიკის ხმასთან საუბრისას ის აცხადებს, რომ იგი დევნის, ფიზიკური ზეწოლისა და ცემის ობიექტად იქცა და ამ შემთხვევების რაოდენობა არა ერთ ათეულს ითვლის.
„ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ბელორუსი შეცვლილიყო. ჩვენ, სინამდვილეში ძალიან გვშურს საქართველოსი. შეიძლება ქართველებს პოლიტიკური არეულობა აქვთ, გაურკვეველია, ვის უჭერენ მხარს, არ სჯერათ ხელისუფლების, მაგრამ თქვენთან არის ასეთი თუ ისეთი არჩევნები, სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკოსები. თუნდაც ისინი ჩხუბობდნენ ერთმანეთში, ვერ იტანდნენ და არ მოსწონდეთ ერთმანეთი, მაგრამ თქვენ გყავთ ვიღაც, ვისი არჩევაც შეიძლება. ბელორუსს კი 23 წელია ერთი ადამიანი განკარგავს, რომელიც ციხეში სვამს ყველას, ვინც მის სურვილს უგულვებელყოფს, ვინც გაანადგურა ბელორუსიული ენა, კლავს ნაციონალურ იდენტობას და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ გვაქციოს რუსებად, საბჭოთა რუსებად. ამიტომაც, მე არ მომწონს ახლანდელი ბელორუსი, ეს იგივე კომუნიზმია. თუ ქართველებს აქვთ ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, შეხედონ ბელორუსს, ის ამის მშვენიერი მაგალითია“.
რუსული პროპაგანდის საცეცებზე უკრაინელი ჟურნალისტებიც საუბრობენ. ლარისა ანდრიჩუკი, რომელიც ლვოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ლუცკში ტელევიზიაში მუშაობს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საზოგადოება უკრაინაში რეალურად გახლეჩილია. ერთნი თუ უკრაინული დამოუკიდებლობის დღეს სიხარულით აღნიშნავენ, მეორედ საბჭოთა დღესასწაულები მოსწონთ და 23 თებერვალს საბჭოთა ჯარისკაცის დღეს სიხარულით ზეიმობენ და ულოცავენ ერთმანეთს.
„მე მოწმე გავხდი, როდესაც ერთ დაწესებულებაში ქალები მამაკაცებს საბჭოთა არმიის დღეს ულოცავდნენ. ეს დღე უკრაინაში აღარ აღინიშნება, ოფიციალურად. მაგრამ ყოფით დონეზე ეს დღესასწაული კვლავაც რჩება. როდესაც ვკითხე, თუ რატომ აღნიშნავდნენ ამ დღეს, მითხრეს: „ჩვენ თქვენი დღესასწაულები არ მოგვწონს“. მათ ისიც კი ვერ შეძლეს დაესახელებინათ, როდისაა უკრაინელი ჯარისკაცების დღესასწაული, ან სამშობლოს დამცველის დღე, ეს 14 ოქტომბერსაა. მე ვკითხე, რაში გჭირდებათ ეს საბჭოთა დღესასწაულები–მეთქი, მათ კი მითხრეს, რომ არ იღებენ ჩვენსას. ანუ ეს „შენი“ და „ჩემი“, ორი სხვადასხვა მხარე, დღეს არსებობს უკრაინაში. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემთვის უკიდურესად უსიამოვნო ფაქტია, რადგან რა შეიძლებოდა კიდევ მომხდარიყო იმაზე უარესი, რაც მოხდა? ვთქვათ, ხარკოვის ოლქის ოკუპაცია კიდევ, რასაც გადავრჩით. რუსეთი გვანადგურებს, მაგრამ პრორუსული დამოკიდებულებები მაინც რჩება.“
უკრაინელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ არაღიარებულ ლუგანსკისაა და დონეცკის რესპუბლიკებში ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში იშოვიან გარკვეულ თანხას, რაც ცხოვრებისთვისაა საჭირო, თუ წავლენ ეგრეთ წოდებულ „ოპოლჩენიეში“, ანუ თუ უარს არ იტყვიან იბრძოლონ რუსული მხარის სასარგებლოდ. ეს გახლავთ გარკვული იძულება. რუსეთი ამ ადამიანებისთვის გამოუვალ სიტუაციას ქმნის. ვინც არ იბრძოლებს, ისინი და მათი ოჯახის წევრები დაკარგავენ სამუშაოებს. ჩვენთან ამ ინფორმაციის გამხელისას უკრაინელი ჟურნალისტი იმასაც დასძენს, რომ ამგვარი ცნობების მიღება მათი ნათესავებისგან შეიძლება, ვინც ამჟამად არაღიარებულ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში ცხოვრობს: „სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარი მოპყრობა ადამიანებს პრო–უკრაინელობისკენ უბიძგებს, ან რომ მათ გაუღვივდათ სიყვარული უკრაინის მიმართ ასეთი დამოკიდებულების შემდგომ. უკრაინა ხუთი წლის წინ, ომამდეც არ იყო მთლიანი მენტალურად. არის გარკვეული კატეგორია, ვისაც კვლავაც სურს იზეიმოს საბჭოთა დღესასწაულები.“
უკრაინაში თუ ორად გახლეჩილი საზოგადოებაა, ორი ბანაკია: პროდასავლელების და პრორუსული, თუ ისმის საუბრები, ღია მსჯელობა იმის თაობაზე, რომელი გზაა უკეთესი, ბელორუსიული წინააღმდეგობის ან საზოგადოებრივი მსჯელობების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ფრანაკ ვიაჩორკა, ბელორუსი ჟურნალისტი კი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იცნობს ბელორუსელებს, ვინც ცხოვრობს ბელორუსში და მოსწონს ცხოვრების ის წესი, რაც იქაა. „რადგან ახლანდელი ბელორუსი საბჭოთა კავშირის რუდიმენტია“, – გვიხსნის იგი.
მისი შეფასებით, უკრაინასა და საქართველოში საზოგადოება ვითარდება, წინ მიდის, დასავლეთისკენ. უკრაინელები და ქართველები მოგზაურობენ ევროპაში ვიზების გარეშე, ამ დროს კი ბელორუსი ჩარჩენილია 90–იან წლებში, პოსტ–საბჭოური მენტალიტეტით და 20 ლენინის ძეგლით მინსკში.
„ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დავანგრიოთ საბჭოთა კავშირის ეს ძირგამომპალი გალია, რომელშიც ჩვენ გვამყოფებენ და დავიწყოთ სვლა დასავლეთისკენ, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ“, – ამბობს ვიაჩორკა და კვლავ რუსული პროპაგანდის თაობაზე აგრძელებს საუბარს, რომელიც სულ უფრო და უფრო დახვეწილსა და სრულყოფილ სახეს იძენს.
პროპაგანდისტული ფრონტი სრული დატვირთვით ამუშავებს ყველაზე თანამედროვე და მოდურ ინსტრუმენტებს, ისეთებს, როგორიც ინტერნეტი და სოციალური ქსელებია: „რუსული პროპაგანდა ეს არაა მხოლოდ „რაშა თუდეი“ და არაა მხოლოდ ტყუილი. რუსული პროპაგანდა ესაა ფაქტებით მანიპულაცია. ისინი არა ერთ ფრონტზე მუშაობენ. დებენ ფულს კულტურაში, მათ შორის კინემატოგრაფში, აკეთებენ საგანმანათლებლო და გასართობ შოუებს. ხსნიან კაზაკურ ცენტრებს პოსტს საბჭოთა ქვეყნებში. ბავშვებს ასწავლიან კალაშნიკოვიდან სროლასაც კი. ეს ყველაფერი წარმოადგენს ინფორმაციულ დეზინფორმაციას. რაც შესაძლებელია ამის წინააღმდეგ გაკეთდეს, ეს ამ ფაქტების გამოვლენა და ჩვენებაა. უნდა ითქვას, რა არის ტყუილი და რა სიმართლე. უნდა ვიყოთ თანამედროვეები. რადგან ეს ჰიბრიდული ომია. სოციალური ქსელები, რაც დასავლეთში გამოიგონეს და რაც ყველას დასავლური იარაღი ეგონა, ახლა რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ამჟამად ისეთი ტოქსიკურია, როგორიც არასდროს“.
პროპაგანდით ინტოქსიკაციის შესახებ არა მხოლოდ უკრაინელი და ბელორუსი ჟურნალისტების საუბრებიდან მოისმენთ. განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ანალოგიურ პრობლემას ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. საქართველო ამ საერთო ჯაჭვში, გამონაკლისს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს.
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს
გადახედვა
-
როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი — თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი — თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
-
Apple მუშაობს ფუნქციაზე, რომელიც iPhone-ს გატაცებისთანავე დაბლოკავს Apple მუშაობს ფუნქციაზე, რომელიც iPhone-ს გატაცებისთანავე დაბლოკავს
გადახედვა
-
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
-
მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია
-
ქვიზი: მოგვიყევი შენს სამსახურზე და გეტყვით, რა მდგომარეობაში ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენს სამსახურზე და გეტყვით, რა მდგომარეობაში ხარ
-
ჯო უილსონი: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ქართველ ხალხს! მე მჯერა, რომ თავისუფალი ქართველი ხალხი გაიმარჯვებს კრიმინალურ ანტიამერიკულ "ქართული ოცნების" რეჟიმზე ჯო უილსონი: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ქართველ ხალხს! მე მჯერა, რომ თავისუფალი ქართველი ხალხი გაიმარჯვებს კრიმინალურ ანტიამერიკულ "ქართული ოცნების" რეჟიმზე
გადახედვა
-
წიგნი მოპარული ცხოვრების სევდაზე წიგნი მოპარული ცხოვრების სევდაზე
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებას და კეთილდღეობას ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებას და კეთილდღეობას
გადახედვა
-
მძღოლი, რომელმაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო აპარატურა მიიტანა, 1000 ლარით დააჯარიმს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს მძღოლი, რომელმაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო აპარატურა მიიტანა, 1000 ლარით დააჯარიმს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს
გადახედვა
-
სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა
გადახედვა
-
"მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ" — პოლიცია ოპოზიციის ალიანსს აქციაზე ტექნიკის შეტანის უფლებას არ აძლევს "მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ" — პოლიცია ოპოზიციის ალიანსს აქციაზე ტექნიკის შეტანის უფლებას არ აძლევს
გადახედვა
-
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
რომის პაპი: ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება რომის პაპი: ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება
გადახედვა
-
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
"26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს "26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს
გადახედვა
-
ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
კომენტარები