ომის მიმები — რაზე ხუმრობენ უკრაინელები
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პარალელურად, რასაც უმძიმესი ლოკალური და საერთაშორისო შედეგები მოყვა, ინტერნეტმომხმარებლები ახერხებენ რუსეთის არაერთ მარცხს მიმების საშუალებით დასცინონ.
არსებობს მოსაზრება, რომ ვირუსული მიმების შექმნა მეცნიერებაა და მას თავისი ფორმულა აქვს. იდეალური მიმი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს — იყოს ორიენტირებული პოპულარულ თემაზე, იყოს მახვილგონივრული, მაგრამ ადვილად გასაგები და ასახავდეს საზოგადოების დამოკიდებულებას გარკვეული საკითხების მიმართ.
პოპულარული Saint Javelin Meme-ის შემქმნელის თქმით, მიმები ომის ტრავმულ გამოცდილებებს გარკვეულწილად ამსუბუქებენ. მათ ასევე შეუძლიათ ხალხის ჩართულობის გაზრდა და ინფორმირება, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, სადაც გრძელი ტექსტების კითხვა პოპულარული არ არის და ახალგაზრდები ვიზუალური კონტენტით იღებენ ინფორმაციას.
პოპულარული მიმები ომის თემატიკაზე
ტრაქტორები უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, მას შემდეგ რაც "მსოფლიოში მეორე უძლიერესი არმიის" ტანკები უკრაინელ ფერმერებს მეურნეობაში მიჰყავდათ.
ევროპაში დასასვენებლად ჩასული და მობილიზაციას გაქცეული რუსი ტურისტები ხშირად ხდებიან მიმების სამიზნეები.
მიმების კიდევ ერთი სამიზნე ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი მას შემდეგ გახდა, რაც ეს უკანასკნელი ინიციატივით გამოვიდა, რომ უკრაინამ მიიღოს ნეიტრალური სტატუსი და უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე.
უკრაინელები ხშირად ხუმრობენ რუსული პროპაგანდის აბსურდულობაზე, მათ შორის პუტინის დაუსრულებელ და მოძველებულ ბირთვულ რიტორიკაზე.
სამინისტრომ გაავრცელა შოკოლადის ფოტო, რომელიც ზღარბის ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებს ჰგავს და თქვა, რომ ასე უყურებენ რუსეთის ახლახან აშენებულ სიმაგრეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსი ჯარისკაცები მასობრივად ძარცვავდნენ უკრაინელების სახლებს, იპარავდნენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მათ შორის სარეცხი მანქანებს.
ალბათ ხშირად გიყურებია რუსული ჯავშანტექნიკის განადგურების ვიდეოებისთვის, შესაძლოა, მალე ეს სანახაობა ASMR ვიდეოების ჯგუფსაც შეუერთდეს.
გემახსოვრებათ ის უხერხული მომენტი, როცა თალიბანმა რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ინტერნეტმომხმარებლებმა რუსებს ნაცვალსახელების შემდეგნაირად ჩანაცვლებისკენ მოუწოდეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხშირად იყენებს მიმებს, რათა მადლობა გადაუხადოს მოკავშირეებს იარაღის მიწოდებისთვის ან დასცინოს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს, ან შეახსენოს მოკავშირეებს, რომ უფრო მეტის გაკეთებაც არის შესაძლებელი.
კომენტარები