ირაკლი კობახიძე

30 Nov. 2022, 14:24

ეს საერთოდ საოცრებაა, რაც გუშინ მოვისმინეთ. მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მაგალითად მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებდათ. აქაც იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა, წარწერამ გააღიზიანა. სინამდვილეში, მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, მათ მშვიდობა აღიზიანებთ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი არიან ომის პარტია. მათ ჰქონდათ პირდაპირი განზრახვა და აქვთ, რასაც ვერ მალავენ. გახსოვთ, იგივე დეკანოიძის, ჭიაბერაშვილის, ზურა ჯაფარიძის განცხადებები და ა.შ — ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში...

ისინი, რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან, საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის ის სურვილი, რაც აქვს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის თითოეული თბილისელისთვის და იგივე სურვილი გვაქვს, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად სამარცხვინო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…