თიბისის მხარდაჭერით ჯეოლაივი საქართველოში ზეთისხილის წარმოებას აფართოებს
ფოტო: TBC
ზეთისხილის ბიზნესის მზარდი განვითარების ფონზე, 12 წლის თავზე, კომპანია ჯეოლაივის წარმომადგენლებმა წელს, თიბისის მხარდაჭერით, დამატებით 45 ჰა მიწის განაშენიანება გადაწყვიტეს.
ზეთისხილის — ამ კეთილშობილი მცენარის დიდი ხნის შემდეგ საქართველოში დაბრუნება თურქეთში მცხოვრები ქართველების სახელებს უკავშირდება.
როცა აჰმეთ ქაჰრამანმა (აჰმეთ გოგროჭაძე), მეჰმეთ ნური თაიარიმ (მამია დუმბაძე) და ალი სამი ოზელმა ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება გადაწყვიტეს, არჩევანი სწორედ საქართველოში ზეთისხილის მოშენებაზე შეჩერდა.
2010 წელს, ამ საქმეში უკვე გამოცდილმა ბიზნესმენებმა ქართველ პარტნიორთან, გიორგი სვანიძესთან ერთად, საქართველოში კომპანია ჯეოლაივი დააფუძნეს და რამდენიმე რეგიონში — კახეთში, იმერეთში, გურიასა და ქვემო ქართლში — ზეთისხილის საცდელი მეურნეობები გააშენეს.
მცენარემ სამივე რეგიონში იხარა, თუმცა ყველაზე ნაყოფიერი ზეთისხილისთვის კახეთის ნიადაგი აღმოჩნდა, სადაც 5 წლის თავზე ჯეოლაივმა 100 ჰა ბაღიდან პირველი მოსავალი — 60 ტონა ზეთისხილი აიღო. ნაყოფის ხარისხმა და რაოდენობამ ცხადი გახადა, რომ ზეთისხილის წარმოებას საქართველოში პერსპექტიული საქმე იყო, ამიტომ კომპანიამ ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება გადაწყვიტა.
"ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო 2016 წელს, კახეთში, 3300 კვ.მ ტერიტორიაზე ავაშენეთ. დამფუძნებლებს ამ საქმეში უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდათ დაგროვილი თურქეთიდან, შესაბამისად, საწარმოს აღჭურვა და გამართვა არ გაგვჭირვებია. მოსავალი ყოველწლიურად იმატებს, შარშან 120 ტონა ავიღეთ, წელს კი უფრო მეტს ველოდებით. წარმოებული პროდუქტი — ზეთისხილის ზეთი — პირველივე მოსავლით ძალიან ხარისხიანი გამოვიდა და იმავე წელს შევედით ქართულ ბაზარზე. გარდა საკუთარი მოსავლის გადამუშავებისა, საწარმო ემსახურება ასევე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებსაც, რომლებმაც აქტიურად მიჰყვეს ხელი ზეთისხილის წარმოებას. ზეთის გარდა, წელს დავამზადეთ შავი და მწვანე ზეთისხილის მარინადიც, რომელიც ერთ თვეში შევა ბაზარზე", — ამბობს კომპანია ჯეოლაივის დირექტორი, ნელი გეთიაშვილი.
განსაკუთრებული სიახლე კი კახეთში სანერგე მეურნეობის მშენებლობაა, რომელსაც ჯეოლაივი თიბისის მხარდაჭერით იწყებს:
"ვგეგმავთ, თურქეთიდან შემოვიტანოთ ზეთისხილის "დედა ხე", რომლიდანაც საქართველოში გამოვიყვანთ ზეთისხილის ნერგს. ყოველწლიურად კი ზეთისხილს დაემატება სხვა ნერგებიც — კაკალი, ნუში, ყველანაირი ხეხილი, რაც საქართველოში ხარობს. სანერგისთვის გამოყოფილია 2 ჰა ტერიტორია, რომელიც 1 წლის განმავლობაში გაშენდება", — ამბობს ნელი გეთიაშვილი.
ამჟამად ჯეოლაივში მუდმივად დასაქმებულია 10 ადამიანი, მათი რიცხვი სეზონურად 200-მდე იზრდება.
ქართული წარმოების, უმაღლესი ხარისხის ზეთი უკვე საკმაოდ წარმატებული პროდუქტია, რომელიც კარფურის, გუდვილის, აგროჰაბის თუ ნიკორას დახლებზე წლების წინ გამოჩნდა და კონკურენციას უწევს იმპორტულ, მაღალი ხარისხის სხვადასხვა წარმოების ზეთს.
მომავალში ჯეოლაივი ბაზარზე ზეთისხილის ბაზაზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებების შემოტანასაც გეგმავს.
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
კომენტარები