იან სტოლტენბერგი

21 Nov. 2022, 18:39

პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა: როდესაც ის შეიჭრა უკრაინაში და მან ვერ შეაფასა უკრაინელების სიმამაცე და ბრძოლის ნება, ვერ შეაფასა ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთიანობა და დაუნდობელი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად. [...]

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უკრაინის მხარდასაჭერად გრძელვადიან პერსპექტივაში. დიახ, ვიცი, რომ ამ მხარდაჭერას ფასი აქვს. მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, როგორც ნატოს მოკავშირეები, ფულში იზომება.ხოლო უკრაინელები იხდიან ფასს, რომელიც იზომება სისხლში და თუ პუტინს მივცემთ გამარჯვების საშუალებას, ყველა ჩვენგანს გაცილებით მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.[...]

მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში ერთ-ერთი მთავარი მესიჯი არის კავშირი ძლიერ თავდაცვასა და ძლიერ საზოგადოებებს შორის. უკრაინის ომმა გამოავლინა რამდენიმე ძირითადი დაუცველობა.ძალიან დიდი ხანია, ჩვენ დამოკიდებულები ვიყავით რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მოახდინა რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად და სცადა მისი გამოყენება ჩვენი შანტაჟისთვის. მაგრამ პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწია. მოკავშირეები ახლა თავიანთი მარაგების დივერსიფიკაციას ახდენენ. [...]

ასევე დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო და ბოსნია ჰერცეგოვინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ