გიორგი მუმლაძე

14 Nov. 2022, 11:45

ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს და ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს, ამიტომ მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამის რეცეპტი არის ყველაზე დიდ პარტიაში, ენმ-ში განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელა და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია თავიდან ბოლომდე მიიყვანა უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა.

ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა და საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე, შევიკრიბებით აქ და კიდევ ერთხელ გადაწყდება საქართველოს ბედი. ამჯერად უკვე, როცა დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ჩაეყრება საფუძველი თანამედროვე საქართველოს ევროინტეგრაციის ნამდვილ გზას, რომელსაც ასე უტიფრად გვართმევს და გვინგრევს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე. მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. კანდიდატურა დააყენა  გიორგი ჩალაძემაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ