საია და TI: მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი გაუმჭვირვალეა და ეჭვებს აჩენს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში მიაჩნიათ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი გაუმჭვირვალეა და ეჭვებს აჩენს. ამის შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ იუსტიციის საბჭოში არ არის პლურალისტური გარემო და მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა არაეფექტურია, რაც საფრთხეს უქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას.
"შენარჩუნდა სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა და სხვადასხვა სასამართლოებში თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცესში საბჭოს არაერთგვაროვანი მიდგომა," - აღნიშნავენ ორგანიზაციებში.
კვლევის დროს ორგანიზაციებმა გამოკვეთეს შემდეგი სახის პრობლემატური საკითხები:
- საბჭოში რეალური დისკუსიების დეფიციტია, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე განსხვავებული პოზიცია მხოლოდ პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა საბჭოს წევრმა გააჟღერა;
- კვლავ დაბალია საბჭოს სხდომების გამჭვირვალობის ხარისხი;
- მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსები ტოვებდა კონკურსის პროცესისადმი საბჭოს მხოლოდ ფორმალური მიდგომის შთაბეჭდილებას;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სკოლაში მისაღები კონკურსი მხოლოდ ერთხელ ჩაატარა, რაც კანდიდატების მრავალფეროვნებას ხელს უშლის;
- ხარვეზიანი კანონმდებლობა ხელს უწყობს სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეთა დანიშვნის მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას;
- დისციპლინური საჩივრების განხილვის დაყოვნება და წლების წინ შეტანილი საჩივრების განხილვის განახლება საფრთხის შემცველია სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობისთვის;
- გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის შეფასების წესი არ შეიცავს ობიექტური და გამჭვირვალე პროცესით შეფასებისთვის საჭირო გარანტიებს და იძლევა სუბიექტური და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას;
- გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების ანგარიშები დაუსაბუთებელია.
მონიტორინგი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით ჩატარდა.
ამ ანგარიშის პრეზენტაცია დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში, პროტესტის ნიშნად, პრესკონფერენციაზე არ წარადგინეს. ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული კრიზისია და სასამართლო რეფორმა სწორ გზაზე არ დგას.
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
კომენტარები