ნიკა გვარამია

3 Nov. 2022, 18:48

მთავარ არხელებო, ბიჭებო და გოგოები, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ცხადია, ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანიც. მორალური პრეცედენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას. გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. მე თავს კარგად ვგრძნობ. ჩემზე არ იდარდოთ, არხს მიხედეთ.

დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა მთავარის ყოფნა-არყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს. არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს, არხი უნდა გადარჩეს. ამას თქვენს გასაგონად არ ვამბობ. თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რამე მიზნის მიმართ არის გაერთიანება საჭირო და აუცილებელი, ეს მთავარი არხის გადარჩენაა. ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ მთავარს. იმათაც, ვისაც პირადად ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს, ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა მთავარი არხის დახმარებაა. დაეხმარეთ მთავარს, ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ მთავარი.

ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით. გინდა ერთი ლარით, გინდა მრავალათასიანი გრანტით, გინდა ღარიბმა, გინდა მდიდარმა, გინდა ქართველმა, გინდა უცხოელმა. გინდა ადამიანმა, გინდ ორგანიზაციამ, გინდა შემოწირულობით, გინდ რეკლამით. დაეხმარეთ მთავარ არხს, დაეხმარეთ მთავარს — ჩვენს თავისუფლებას. გთხოვთ უმორჩილესად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს

კინოთეატრში ფილმის პრემიერისას მისული მაყურებლები რომ არ უნდა დაასპოილერო, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დაუწერელი წესია. ამ…