გიორგი ხანიშვილი

1 Nov. 2022, 19:54

მე, პირიქით, ვფიქრობ, რომ რუსეთი თუ ძალიან გამოიჯახუნებს კარებს და მსოფლიოს ხორბალს აღარ მიაწვდის, საქართველოში ხორბლის გაცილებით დიდი ნაკადი წამოვა და ბევრად უფრო იაფი. იმიტომ, რომ რუსეთს აქვს მიმდინარე წელს ხორბლის არნახული მარაგები და მოსავალი, რომელიც ტრადიციულად მას ჰქონდა ყოველწლიურად, ხორბალზეა საუბარი, ეს არის 75 მილიონი ტონის ფარგლებში. მიმდინარე წელს აქვს 110 მილიონი ტონა. ეს არის, დაახლოებით, 35 მილიონი ტონით მეტი ხორბალი, ვიდრე გასულ წლებში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე, ასე ვთქვათ, რთული პერიოდი ხორბლის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, უკვე უკან უნდა იყოს დარჩენილი. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს პერიოდი ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, ვმსჯელობდით ბატონ ლევანთან ერთად, მეგობრებთან ერთად, როდესაც მსოფლიოში, რეალურად შეინიშნებოდა ხორბლის მარაგის ნაკლებობა. ახლა ხორბლის მარაგის ნაკლებობა არ არის, როგორც ვთქვი, საკმაოდ ჭარბი მოსავალია, მიუხედავად უკრაინის ომისა და უკრაინის წარმოების შემცირებისა, ჯამურად ეს მოსავალი მეტია. ამიტომ ძირითადში ის ქმედებები, რომელიც საომარი ვითარებით არის გამოწვეული, რუსეთის არაპროგნოზირებადი ქმედებით არის გამოწვეული, რბილად რომ ვთქვათ და იქ კიდევ სხვა საფუძვლებია... ეს საფუძვლები, რა თქმა უნდა ქმნის სხვადასხვა მოლოდინს, მაგრამ ჯამურად ჩვენ გვაქვს შედეგები, როდესაც ვფიქრობთ, რომ ის ტენდენცია, რომელიც ხორბლის გაიაფების ტენდენცია იყო საქართველოში შედარებით იაფი ხორბლის შემოსვლის ტენდენცია იყო, ამ ეტაპისთვის ეს ესე აღარ უნდა გაგრძელდეს. თუმცა, როგორც ამბობენ, პროგნოზები არ არის მთლად კარგი და მოულოდნელობებისთვის შეიძლება ვიყოთ ჩვენ მზად.

ასე უპასუხა გიორგი ხანიშვილმა Palitra News-ის წამყვანს, რომელმაც ჰკითხა, ემზადება თუ არა სამინისტრო ყველაზე უარესი სცენარისთვის და თუ რუსეთი "საბოლოოდ გამოიჯახუნებს კარს, დააპატიმრებს უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს", ექნება თუ არა ამას პირდაპირი ან ირიბი გავლენა ადგილობრივ ბაზარზე. 


ამავე ეთერში, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ რუსებს დიდი მარაგები აქვთ, მაგრამ უცნობია, როგორ გამოიყენებენ. მისი თქმით, მოსალოდნელია, მხოლოდ მცირე რაოდენობა გაყიდონ, აწიონ ფასი და პოლიტიკურად ითამაშონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს

ახალი სტრატეგიული ნაშრომის თანახმად, NASA-ს მომავალი მთვარის ბაზის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სპეციალური…