რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომლის გამოყენებითაც პუტინი იმუქრება?
რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი; შეუძლია თუ არა მას სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის გამოწვევა და გამოიყენებს თუ არა პუტინი მას?
მას შემდეგ, რაც რუსეთმა განიცადა მოულოდნელი დანაკარგები ბრძოლის ველზე აღმოსავლეთ უკრაინაში, ტაქტიკური ბირთვული იარაღი საერთაშორისო ასპარეზზე განხილვის საგნად იქცა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ რუსეთი გამოიყენებს მისთვის ნაცნობ და ხელმისაწვდომ ყველა შეიარაღების სისტემას, თუკი რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება. პუტინმა უკრაინაში ომი დაახასიათა, როგორც ეგზისტენციალური ბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც, მისი თქმით, სურს რუსეთის დასუსტება, დაყოფა და განადგურება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ამავდროულად, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, მიხედვით, პუტინმა "კარგად იცის, რომ ბირთვული ომი არასოდეს უნდა იბრძოლოს და მას ვერ მოიგებს". თანაც, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინი იყენებს ბირთვული იარაღის მუქარას ნატოს შეკავების მცდელობაში.
ასევე იხილეთ: ბაიდენის თქმით, ბირთვული "არმაგედონის" რისკი ძალიან მაღალია — რატომ
რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი?
ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომელსაც ზოგჯერ ბრძოლის ველს ან არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს უწოდებენ, შეიქმნა ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად — მაგალითად, ჩვეულებრივი ძალების წინააღმდეგ, როგორებიცაა: ქვეითი ჯარი და ჯავშანტექნიკა. ისინი უფრო მცირეა, ვიდრე სტრატეგიული ბირთვული იარაღები, როგორიცაა კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებზე (ICBM) დატანილი ქობინები.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ვერ თანხმდებიან ტაქტიკური ბირთვული იარაღების ზუსტ განმარტებაზე, არსებობს საყოველთაოდ აღიარებული მახასიათებლები, რომლებიც მოიცავს აფეთქების შედარებით დაბალ სიმძლავრეს — რომელიც კილოტონებში იზომება — და შედარებით მოკლე მანძილის მიწოდების მანქანებს (shorter-range delivery vehicles).
ტაქტიკური ბირთვული იარაღის აფეთქების სიმძლავრე 1-დან 50 კილოტონამდე მერყეობს, რაც ბევრად ნაკლებია სტრატეგიულ ბირთვულ იარაღთან შედარებით, რომელიც 100 კილოტონიდან მეგატონამდე და ზემოთ ვარირებს. ცივი ომის დროს შეიქმნა ბევრად უფრო ძლიერი ქობინი, რომლის აფეთქების სიმძლავრეც აჭარბებდა Tsar Bomba-ს და მის 50+ მეგატონს.
ცნობისთვის, ჰიროშიმაზე ჩამოგდებული ატომური ბომბი 15 კილოტონიანი იყო. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ფართო განადგურების გამოწვევა შეუძლია. ყველაზე დიდი ტრადიციული ტიპის ბომბი, ყველა ბომბის დედა ან MOAB, რომელიც აშშ-ს ჩამოუგდია, 0,011 კილოტონის აფეთქების სიმძლავრისა იყო.
ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების სისტემებს ასევე აქვს უფრო მოკლე მანძილი, როგორც წესი, 500 კილომეტრზე ქვემოთ, სტრატეგიულ ბირთვულ იარაღთან შედარებით, რომელიც, როგორც წესი, შექმნილია კონტინენტების გადაკვეთისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ ტაქტიკური იარაღების აფეთქების სიმძლავრე დიდად არ აღემატება ტრადიციული ტიპის მძლავრი იარაღებისას, აშშ-ს არმიამ შეამცირა მათზე დამოკიდებულება. მისი დარჩენილი მარაგის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 150 B61 გრავიტაციული ბომბები, განლაგებულია ევროპაში. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კი მთლიანად გაანადგურეს თავიანთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის მარაგები. რაც შეეხება პაკისტანს, ჩინეთს, ინდოეთს, ისრაელსა და ჩრდილოეთ კორეას — მათ აქვთ რამდენიმე ტიპის ტაქტიკური ბირთვული იარაღი.
რუსეთმა შეინარჩუნა უფრო მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღი, დაახლოებით 2000-მდე, და მეტად ეყრდნობოდა მათ ბირთვულ სტრატეგიაში, ვიდრე აშშ, ძირითადად, რუსეთის ნაკლებად მოწინავე ტრადიციული ტიპის შეიარაღებისა და შესაძლებლობების გამო.
რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი შეიძლება განლაგდეს გემებით, თვითმფრინავებითა და სახმელეთო ძალებით. უმეტესობა განლაგებულია საჰაერო-ზედაპირის რაკეტებზე, მოკლე მანძილის ბალისტიკურ რაკეტებზე, გრავიტაციულ ბომბებსა და სიღრმის მუხტებზე, რომლებიც მიწოდებულია საშუალო დისტანციისა და ტაქტიკური ბომბდამშენებით, ან საზღვაო ხომალდსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ტორპედოებით. ეს რაკეტები ძირითადად რუსეთის ცენტრალური საცავების რეზერვებში ინახება.
რუსეთმა განაახლა თავისი მიწოდების სისტემები, რათა შეძლოს ბირთვული ან ჩვეულებრივი ბომბების ტარება. გაძლიერებულია შეშფოთება ამ ორმაგი შესაძლებლობების მიწოდების სისტემებთან დაკავშირებით, რადგან რუსეთმა გამოიყენა ამ მცირე მანძილის სარაკეტო სისტემებიდან ბევრი, განსაკუთრებით Iskander-M, უკრაინის დასაბომბად.
ტაქტიკური ბირთვული იარაღი არსებითად უფრო დესტრუქციულია, ვიდრე მათი ჩვეულებრივი "კოლეგები", თუნდაც იგივე ფეთქებადი ენერგიით. ბირთვული აფეთქებები უფრო ძლიერია 10-დან 100 მილიონამდე ფაქტორებით, ვიდრე ქიმიური აფეთქებები და ტოვებს მომაკვდინებელ რადიაციას, რომელიც აბინძურებს ჰაერს, ნიადაგს, წყალსა და საკვებს — ისევე როგორც 1986 წელს ჩერნობილის ატომური რეაქტორის დნობის შედეგად მოხდა. ალექს ველერშტეინის ინტერაქტიული სიმულაციური საიტი NUKEMAP ასახავს ბირთვული აფეთქებების მრავალ ეფექტს სხვადასხვა აფეთქების სიმძლავრეზე.
შეუძლია თუ არა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღებს სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის წამოწყება?
სტრატეგიული იარაღისგან განსხვავებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღი ორიენტირებული არაა წამლეკავი რადიაციით განადგურებაზე ან ბირთვული ქოლგის შექმნაზე მოკავშირეების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი არ იყო შეტანილი შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებში, საშუალო დიაპაზონის იარაღი შეიტანეს ახლა უკვე გაუქმებულ საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულებაში (1987-2018), რომელმაც შეამცირა ბირთვული იარაღი ევროპაში.
როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე რუსეთმა შეამცირა თავისი ბირთვული არსენალი, დაახლოებით, 19 000 და 35 000-დან, 3 700 და 4 480-მდე 2022 წლის იანვრისთვის. რუსეთის უხალისობამ თავის არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებების შესახებ, შეაფერხა ბირთვული იარაღის კონტროლი.
თუმცა, ფუნდამენტური საკითხი იმაში მდგომარეობს, არის თუ არა ტაქტიკური ბირთვული იარაღები უფრო გამოსადეგი და შეუძლია თუ არა, რომ სრულმასშტაბიანი ბირთვული ომი წარმოშვას? ტაქტიკური ბირთვული იარაღის განვითარება შეშფოთების დაძლევის მცდელობის ნაწილი იყო, რადგან ფართომასშტაბიანი ბირთვული თავდასხმები წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, ხოლო სტრატეგიული ბირთვული იარაღი კარგავდა ღირებულებას, როგორც ზესახელმწიფოებს შორის ომის შემაკავებელი.
და მაინც, ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება გამოიწვევს თავდაცვითი ბირთვული სტრატეგიის ამოქმედებას. აშშ-ს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა, 2018 წელს ხაზგასმით აღნიშნა: "მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ნებისმიერ დროს არის სტრატეგიული თამაშის შეცვლა."
აშშ-მ ასევე გააკრიტიკა რუსეთის ბირთვული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება NATO-ს გაფართოების შესაჩერებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს შორის უთანხმოებაა, რუსეთისა და აშშ-ის ბირთვული სტრატეგიები ფოკუსირებულია შეკავებაზე და, შესაბამისად, მოიცავს ფართომასშტაბიან საპასუხო ბირთვულ შეტევებს პირველი ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მუქარა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, როგორც ჩვეულებრივი ომის შემაკავებელი საშუალება, ბირთვული ომის დოქტრინის თანახმად, გამოიწვევს საპასუხო ბირთვულ დარტყმას, თუკი მიმართული იქნება აშშ-ს ან ნატოს წინააღმდეგ.
ბირთვული იარაღი და უკრაინა
ნინა სრინივასან რატბუნის, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორის, აზრით, რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ვერავითარ სამხედრო მიზანს ვერ მიაღწევს. ის უბრალოდ დააბინძურებს იმ ტერიტორიას, რომელსაც რუსეთი აცხადებს მისი ისტორიული იმპერიის ნაწილად და, შესაძლოა, დაბინძურებამ თავად რუსეთშიც გადაინაცვლოს. ეს გაზრდის ნატოს პირდაპირი ინტერვენციის ალბათობას და ჩამოშლის რუსეთის იმიჯს მსოფლიოში.
პუტინი მიზნად ისახავს, შეაჩეროს უკრაინის წარმატებები ტერიტორიის დაბრუნებაში, გეგმიური რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების წინასწარი ანექსირებით. შემდეგ მას შეუძლია, თქვას, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ახალი ტერიტორიის დასაცავად, თითქოს რუსეთის სახელმწიფოს არსებობას ემუქრება საფრთხე. თუმცა, რატბუნის აზრით, ეს პრეტენზია რუსეთის ბირთვულ სტრატეგიას საგრძნობლად სცილდება.
პუტინმა ცალსახად განაცხადა, რომ მისი მუქარა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბლეფი არ არის, ზუსტად იმიტომ, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, მათი გამოყენება არასანდოა.
კომენტარები