ანა აბაშიძე

21 Oct. 2022, 20:42

გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად.

თავად მოსამართლე — მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა — 0. ცოდნა — 0. ობიექტურობა - 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თითოეული შეფასება. არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას! გაგრძელდება ნელის დაცვა, სისტემა მხილებული იქნება. საქმე იმაშია, ამ დროისთვის რამდენი ქალი იქნება მოკლული და გამწარებული.

მადლობა პროკურორს, რომელმაც ობიექტურად ყველაფერი გააკეთა, რაც სამართლიანობას სჭირდებოდა. მადლობა ჩემ ყველა თანამშრომელს, თქვენ ხართ საამაყო ხალხი. ჩვენ სულ იქ ვიქნებით, ვისთანაც არავინაა სიმართლის გარდა!
განსაკუთრებული მადლობა ნელის და ბოდიში უსამართლო ადამიანების, არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლისთვის.

ასე ეხმაურება ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან

ახალი სასწავლო წელი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის (ყოფილი მე-6 სკოლის) მოსწავლეებისთვის სტანდარტულად დაიწყო. მშობლებმაც…